სიახლეები

უნდა შექმნას თუ არა Apple-მა მუქი iOS ვიზუალი

75views

iOS 7-ის დაანონსების პერიოდისთვის, ინტერნეტ სივრცე არ განიცდიდა მასზე მოსაზრებების ნაკლებობას. ზოგს მოწონდა მისი ზოგადი ვიზუალი, ზოგიც კი თვლიდა რომ ეს მეტისმეტი იყო. ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა იყო ის რომ iOS 6-დან იყო რადიკალური ცვლილება. თუმცა ეს მოსაზრება ძირითადად ეყრდნობოდა ერთჯერადად ნანახს.

გამოსვლის შემდეგ, იყო შემთხვევები როდესაც იმ კატეგორიას ვისაც არ მოწონდა შეეცვალათ აზრი დადებითისკენ და პირიქით ვისაც მოწონდათ, უარყოფითისკენ. მოკლე პერიოდის შემდეგ ეს თემა ნაკლებად აქტუალური გახდა, რადგან ამოქმედდა შეჩვევის მომენტიც, რომელმაც ის უარყოფითი დამოკიდებულება გადაფარა რომელიც რადიკალურმა ცვლილებამ გამოიწვია.

თუმცა, ერთი მოსაზრება თუ როგორი „თეთრია“ iOS 7 კვლავ აქტუალურია. გარკვეული ნაწილი ხალხის ამბობდა კიდეც რომ iOS 7 უფრო კარგად გამოიყურება თეთრ iPhone-ზე, ვიდრე შავზე. ამ „სითეთრის“ კომეპნსაცია ნაწილობრივ შესაძლებელია Wallpaper-ის შეცვლით, მაგრამ ჩაშენებულ აპლიკაციებში მაინც რჩება „სითეთრის“ შთაბეჭდილება. სხვა ოპერაციულ სისტემებში შესაძლებელია ამის შეცვლაც და iOS-ზე Jailbreak-ის შემთხვევაში შესაძლოა საზოგადოების რაღაც ნაწილს ესეც შეეცვალა.

მცირე გამოკვლევის შედეგაც გამოჩნდა რომ ხალხს სურვილი ექნებოდა რომ იხილონ მუქი ვიზუალური ინტერფეისი, ე.წ. მუქი „Theme“.

გამოიყენებდით თუ არა მუქ Theme-ს iOS 7-ზე, თუ დატოვებდით ისე როგორც არის? ფიქრობთ თუ არა რომ ახლა იგი ძალიან “თეთრია”? ველით კომენტარებს.

Comments

comments

4 Comments

  1. ოფიციალური თემები და თემების რეპოზიტორიაც უნდა შექმნას Apple-მა ძალიან მალე

    ტენდენცია ქასთომიზაციებისკენნმიდის მობილურებში უკვე…

  2. ახლა iOS ის დიზაინი იდეალურია ჩემთვის მაგრამ customize ს ყოველთვის მივესალმები 🙂

Leave a Response