ეს ახლა გახლავთ კუპერტინოს კომპანიის თითოეული გარიგებადეტალურად გათვლილი. და სწორედ რომ იურისტების დამსახურებაა, რომ გარიგების დადების შემდეგ მოგებულში Apple რჩება. მაგრამ ოდესღაც ერთი ხილის კომპანიამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ერთ კომპანიასთან რედმონდიდან, თუმცა ამ დოკუმენტს ეშმაკთან გარიგებას უფრო დავარქმევდით, ვინაიდან Apple-ისთვის ის არაფერი კარგის მომტანი არ იყო.
ყველაფერი დაიწყო 1985 წლის 24 ოქტომბერს, როდესაც ბილ გეითსი, Microsoft-ის ხელმძღვანელი და ჯონ სკალი, Apple-ის აღამსრულებელი დირექტორი შეთანხმდნენ Microsoft-ის მხრიდან თავის საოპერაციო სისტემაში Windows ზოგიერთი იმ ტექნოლოგიის გამოყენებაზე, რომლებსაც Apple იყენებდა თავის საოპერაციო სისტემაში. ხელშეკრულების თანახმად, Microsoft-ს სანაცვლოდ უნდა გამოეშვა ტექსტური რედაქტორი Word მაკისათვის და აგრეთვე 1990 წლამდე არ უნდა შეექმნა ელექტონული ცხრილების, Excel ვერსია PC-კომპიუტერებისათვის.
რაზე ფიქრობდნენ Apple-ში ამ დროს, უცნობია. სამაგიეროდ ცხადად ჩანს Microsoft-ის გამორჩენა ამ ხელშკერულებიდან. ის დაპირდა Apple-ს იმას, რასაც ისედაც გააკეთებდა — ეს ისედაც მის ინტერესებში შედიოდა.
მოკლედ, როგორც უკვე მიხვდით, Microsoft-მა ნამდვილი განძი ჩაიგდო ხელში — წვდომა Apple-ის საოპერაციო სისტემის უახლეს ტექნოლოგიებთან, რომლებიც მყისიერად გამოიყენა თავის სისტემაში, Windows.
ხელშკერულებაზე ხელმოწერები ბილ გეთსმა და ჯონ სკალიმ 1985 წლის 22 ნოემბერს განათავსეს.