ეს დღე ისტორიაში 

[ეს დღე ისტორიაში] 2004 წლის 20 ნოემბერი

როდესაც ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში კუპერტინომ გამოაცხადა საცალო მაღაზიების გახსნის გეგმების შესახებ, ექსპერტთა და ანალიტიკოსთა უმრავლესობა საკმაოდ სკეპტიკურად შეხვდა ამ საკითხს. რათქმაუნდა, მაშინ არავინ არ იცოდა, თუ რა შედეგებს მიაღწევდა Apple Store დღეს, 2013 წელს. მაშინ ჯერ კიდევ ყველას კარგად ახსოვდა Gateway-ს სავალალო შედეგი,. როდესაც საფირმო მაღაზიების ქსელი 90-იანი წლების კრიზისმა შეიწირა.

ამ სევდიანი ისტორიის შემდეგ, კუპერტინოში გამოჩდნენ გაბედული ენთუზიასტები, რომლებიც მზად იყვნენ რისკი გაეწიათ. მიუხედავად დიდი ხნის მომზადებისა, Apple Store-ის წარმატება ერთბაშად არე მოსულა.

სამწუხაროდ, ყველაფერი ისე ვერ წავიდა, როგორც იგეგმებოდა. როგორც ყოველთვის, საკუთარი საცალო მაღაზიების რეკლამა საკმაოდ აგრესიულად დაიწყო: Apple-ს უნდოდა ყველაფერი და ერთბაშად. ამიტომ გასაოცარი არ არის, რომ კომპანია კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოჰყვა. რესელერებმა რამდენიმე სასამართლო სარჩელიც კი შეიტანეს, მაგრამ განა ამას შეეძლო Apple-ის შეჩერება?

2004 წლის 20 ნოემბერს Apple-მა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ Apple Store ევროპაში გაიხსნებოდა. პირველი ასეთი მაღაზია ლონდონში გაიხსნა.

Related posts