ხრიკები

NTFS ფაილურ სისტემასთან თავსებადობა

77views

Microsoft Windows-ი თავის ოპერაციულ სისტემაში იყენებს NTFS ფაილურ სისტემას. OS X-ს შეუძლია NTFS-ის წაკითხვა, მაგრამ არა მასზე ჩაწერა. შესაბამისად მათთვის ვინც მაგალითად იყენებს გარე მყარ დისკს ფაილების გადასატანად Windows-იდან OS X-ზე ან პირიქით, საჭიროება ხდება NTFS ფაილურ სისტემაზე ჩაწერა. არის ვარიანტი რომ მყარი დისკი იყოს დაფორმატებული FAT ფაილურ სისტემაში, ამ შემთხვევაში OS X-ს შეუძლია მასზე ფაილის ჩაწერა. მაგრამ FAT ფაილურ სისტემაზე ვერ გადავიტანთ 3GB-ზე დიდი ზომის ფაილს. როგორ მივანიჭოთ ჩვენს Mac-ებს საშუალება იმის რომ ჩაწერონ NTFS-ზე?

1. OSX Fuse – ეს არის უფასო openSource საშუალება, რომლის დაინსტალირების შემდეგ თქვენ შეძლებთ NTFS-ზე ჩაწერას.

2. Paragon NTFS for Mac – მსგავსი ტიპის რაც OSX Fuse, მხოლოდ ფასიანი, $19.95. უპირატესობა ის არის რომ უფრო სტაბილურია და სწრაფი NTFS-თან მუშაობისას.

3. Tuxera NTFS for Mac – ფასიანი ანალოგი უბრალოდ კომპანია Tuxera-სგან.

Comments

comments

Leave a Response