ხრიკები

ქართული კლავიატურა iOS-ისთვის

125views

ქართული კლავიატურის მხარდაჭერა ოფიციალურად არ აქვს iOS-ს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ის მხოლოდ “დამალულია” სისტემაში და ჭირდება გააქტიურება.

შენიშვნა: სანამ დაიწყებთ დარწმუნდით რომ ინგლისურთან ერთად გაქვთ სხვა რომელიმე ენა დამატებული.

1. შეაერთეთ თქვენი iOS მოწყობილობა და გახსენით iTunes-ი. მიუთითეთ რომ Back Up-ი გაკეთდეს მოცემულ კომპიუტერზე და არა iCloud-ში და დააჭირეთ Back Up Now-ს. დასრულების შემდეგ გამორთეთ iTunes-ი.

2. გადმოწერეთ iBackUpBot შემდეგი მისამართებიდან: Mac-ისთვის და Windows-ისთვის.

3. ჩართეთ iBackUpBot და მარცხენა მხარეს აირჩიეთ თქვენს მიერ გაკეთებული, თარიღით ბოლო Back Up-ი. შემდეგ მოძებნეთ .GlobalPreferences.plist. ეს ფაილი არის ორი შესაბამისად რომ გაგვიადვილდეს საჭიროს პოვნა დააჭირეთ Path-ს რის შემდეგაც ანბანის მიხედვით დალაგდება ჩანართები. .GlobalPreferences.plist დაჭერის შემდეგ, გამოვა რეგისტრაციის ფორმა სადაც შეგიძლიათ დააჭიროთ Cancel-ს.

4. მოძებნეთ კლავიატურის პარამეტრის ჩანაწერი <key>AppleKeyboards</key> და ჩაამატეთ <string>ka@hw=US;sw=Georgian-Phonetic</string> სტრიქონი, როგორც სურათზეა ნაჩვენები. შემდეგ შეინახეთ და გამორთეთ iBackUpBot.

5. ჩართეთ iTunes-ი და დააჭირეთ Restore Backup-ს. პროცესის დასრულების შემდეგ მოწყობილობა გადაიტვირთება და თქვენ შეგეძლებათ ქართული კლავიატურის სრულყოფილად გამოყენება.

წყარო: kilavagora.wordpress.com

Comments

comments

Leave a Response