ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1997 წლის 19 ნოემბერი

135views

როდესაც სტივ ჯობსმა დატოვა კომპანია, Apple უკან-უკან წავიდა. რა არ მოიფიქრეს „ვაშლის“ გადასარჩენად, მაგრამ რეალურად არცერთი ქმედება არ იყო წარმატებული. ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ ძალიან ბევრი Apple-ის აღორძინებას, რომელიც კომპანიაში სტივ ჯობსის დაბრუნებით დაიწყო, ნამდვილ სასწაულს უწოდებს, ხოლო ამ უკანასკნლეს — ჯადოქარს.

მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სტივ ჯობსმა ძალიან ბევრი რამის გაკეთება მოასწრო მანამდე, სანამ კომპანიიდან წავიდოდა და ახალ კომპანიას NeXT-ს დააფუძნებდა. ამ საქმეებმა აღიარება ჰქპოვა უკვე 1997 წელს, თანაც ორჯერ.

პოპულარულმა გამოცემამ Computer Reseller-მა გამოაქვეყნა IT-ინდუსტრიის საუკეთესო ლიდერების სია. მართალია, ამ სიაში ისეთი ფიგურებიც შევიდნენ, როგორებიცაა ბილ გეითსი და სტივ ბალმერი, მაგრამ მათ მხოლოდ მეორე ადგილი ერგოთ წილად, პირველზე სტივ ჯობსი დასახელდა.

მეორე ჯილდო სტივ ჯობსმა 19 ნოემბერს მიიღო, ასევე არანაკლებ ცნობილი და ავტორიტეტული გამოცემისგან PC Magazine, რომელმაც მას „სამუდამო“ ჯილდო მიაკუთვნა ყველა გამოგონებისათვის და ინოვაციისათვის.

Comments

comments

Leave a Response