ხრიკები 

OS X-ის სუფთა ინსტალაცია

OS X Mavericks-ის ანონსის დროს მოხდა არაჩვეულებრივი ფაქტი: ამიერიდან ყველა განახლება ოპერაციულ სისტემის ახალ ვერსიაზე იქნება უფასო! რათქმაუნდა არ დავაყოვნეთ და მაშინათვე გავუკეთეთ განახლება. თუმცა რიგ შემთხვევებში საჭირო ხდება ოპერაციული სისტემის სუფთა ინსტალაცია. როგორ გავაკეთოთ ეს?

1. გვჭირდება სისტემის საინსტალაცო ფაილი, რომლის გადმოწერა შესძლებელია Mac App Store-იდან.

2. გვჭირდება USB drive-ი მინიმუმ 8GB-იანი. (შეგნებულად არ ვახსენებ DVD დისკებს). ამის შემდეგ ვიწერთ შესანიშნავ უფასო აპლიკაციას Disk Maker X-ს (ცნობილი როგორც Lion Disk Maker), ვაერთებთ USB მოწყობილობას და ვირჩევთ Mavericks (10.9), რომლის შემდეგაც დაიწყება საინსტალაციო ფაილების გადატანა.

ყურადღება მიაქციეთ რომ Install OS X Mavericks აპლიკაცია მოთავსებული იყოს Applications-ს საქაღალდეში.

იმის შემდეგ რაც დარწმუნდებით რომ ყველა საჭირო ფაილი თუ საქაღალდე შენახული გაქვთ, შეგვიძლია დავიწყოთ ინსტალაცია.

გაუკეთეთ Restart-ი თქვენს Mac-ს და ჩართვის ხმას რომ გაიგებთ დააჭირეთ Option ღილაკს და გეჭიროთ სანამ მყარ დისკებს არ დაინახავთ. აირჩიეთ Install OS X Mavericks.

OS X Utilities ფანჯარაში აირჩიეთ Disk Utility.

მარცხენა მენიუდან აირჩიეთ ის Partition-ი სადაც აკეთებთ ინსტალაციას და გადადით Erase ჩანართზე. Format-ი აირჩიეთ Mac OS X Extended (Journaled) და დაარქვით სახელი მაგ. Macintosh HD. დააჭირეთ Erase-ს. დაფორმატების შემდეგ შეგიძლიათ დახუროთ Disk Utility ფანჯარა.

აირჩიეთ Install OS X, მიყევით ინსტრუქციას და აირჩიეთ თქვენს მიერ დაფორმატებული Macintosh HD partition-ი.

სუფთა ინსტალაციას დაჭირდება დაახლოებით 35-45 წუთი. დამთავრდების შემდეგ Mac-ი გააკეთებს გადატვირთვას. ამის შემდეგ შეიყვანთ თქვენს Apple ID-ის ან თუ არ გაქვთ შექმნით ახალს და ჩაიტვირთებით “სუფთა” ოპერაციულ სისტემაში.

თუ თქვენ იყენებთ Time Capsule-ს ან სხვა რაიმე სახის გარე მყარ დისკს სადაც Time Machine-ის საშუალებით გაქვთ რეზერვაცია გაკეთებული, მაშინ პირდაპირ შეგეძლებათ აღდგენა. ხოლო თუ პირველად აინსტალირებთ, მაშინ დაგჭირდებათ სხვადასხვა აპლიკაციების დაინსტალირება რასაც მომდევნო სტატიებში განვიხილავთ.

წყარო osxdaily.com

Related posts

  • MACer

    შეგიძლიათ mac os 10.9 ის საინსტალაციო დისკი დამილინკოთ? app store დან გადმოწერილი

    • საინსტალაციო უფასოა და ყველას შეუძლია გადმოწერა, ოღონდ მაკი უნდა გქონდეთ.

      • MACer

        მაკი არ მაქვს და პისიზე ვაყენებ(დაყენებულიც მქონდა წინათ) და ახლა მინდა 10,9 ის სუფთა ვერსია.. შეგიძლიათ სამდე ატვირთოთ?

  • Dachi KorinTeli

    damexmaret tu sheidzleba ro maswavlot dayeneba an dayendeba saertod?

    dedaplata maqvs : gygabite-s
    videokarta:GTS 450
    Ram:6gb
    procesor:intel pentium g620

    • დაჩი სალამი, ბოდიში დაგვიანებული პასუხისათვის. ამ სტატიაში მოყვანილი ინსტრუქცია მხოლოდ მაკის მფლობელებს გამოადგებათ. თქვენ გჭირდებათ ჰაკინტოშის დაყენება. შევეცდებით გავარკვიოთ თქვენი კომპიუტერის მონაცემებით, დაყენდება თუ არა და მოგწერთ აუცილებლად!

      • Dachi KorinTeli

        gelodebit nadmvilad mchirdeba

  • Solo

    gamarjoba maqvs imac ver vaxerxeb verc appstore da verc safaris gaxsnas radgan miwers rom commond toolsis mxardachera ar gaachnia os x 10.5 ayenia da ver vaxerxeb daupdatebas rogor sheidzleba axali 10.10 versiis chawera?

  • Vakho

    Gamarjoba. Shegidzliat damilinkot os x 10.6 an 10.7 sufta sainstalacio. Sasurvelia app store dan gadmowerili. (Torentidan gadmowerili vcade ramodenime da ar waigo) Macbook air 2009 maqvs da el capitanze magrad chedavs.