ხრიკები 

ნოტიფიკაციები საიტებიდან

Notification Center-ს OS X Mavericks-ში აქვს საშუალება იმის რომ გამოვიწეროთ სიახლეები საიტებიდან, რომელთაც აქვთ ამის მხარდაჭერა. დღესდღეობით ასეთი საიტი ბევრი არ არის მაგრამ ეტაპობრივად მათი რიცხვი გაიზრდება.

1. გახსენით Safari და გადადით იმ საიტზე საიდანაც გსურთ სიახლეების გამოწერა. (მაგ. nba.com, ebay.com).
2. თუ ამ საიტს აქვს ნოტიფიკაციების გამოწერის მხარდაჭერა, ის ავტომატურად მოგთხოვთ რომ დაეთანხმოთ სიახლეების გამოწერას. დააჭირეთ Allow-ს.
3. სულ ეს არის. შეგიძლიათ Notification Center-ში და ნახოთ ამ საიტიდან მოსული ნოტიფიკაციები.

ნოტიფიკაციების გამოწერა საიტებიდან ერთ-ერთი ყველაზე კარგი განახლებაა Mavericks-ის. მაგალითად მათთვის ვინც აქტიურად იყენებს eBay-ს, მარტივად შეუძლია მიიღოს განახლებები გასაყიდ ნივთზე ელექტრონული ფოსტის შემოწმების ან საიტზე შესვლის გარეშე.

ვინც იყენებთ ნოტიფიკაციებს შეგვატყობინეთ, რამდენად მოსახერხებელია და ასევე თუ შეგხვედრიათ საიტები რომელთაც აქვს მისი მხარდაჭერა.

Related posts