Apple ID ეს არის ანგარიში რომლის საშუალებითაც შესაძლებელია აპლიკაციების გადმოქაჩვა და განახლებების გაკეთება iOS და OS X ოპერაციული სისტემისთვის. ვინაიდან და რადგანაც ანგარიშის შექმნისას ქვეყნების ჩამონათვალში არ არის საქართველო, შესაბამისად გვიწევს შემოვლითი გზით წასვლა და ანგარიშის გაკეთება ამერიკული მისამართით.
1. გახსენით iTunes-ი და საძიებო ველში აკრიფეთ მაგალითისთვის რაიმე iOS აპლიკაციის დასახელება. დააჭირეთ Free ღილაკს. შემდეგ გამოსულ ფანჯარაში: Create Apple ID.
2. ვაჭერთ Continue-ს და ვეთანხმებით ლიცენზიას. ამის შემდეგ ვავსებთ ველებს. ყურადღება მიაქციეთ რომ პაროლი შედგებოდეს აუცილებლად მინიმუმ 8 სიმბოლოსგან. აქედან ერთი სიმბოლო აუცილებლად დიდი ასო უნდა იყოს და ასევე უნდა შეიცავდეს ციფრს.
3. საგადახდო ველში ვირჩევთ None. Billing Adress-ში კი ვუთითებთ ამერიკულ მისამართს. შეგიძლიათ შეიყვანოთ რომელიმე ამანათების გადამზიდის მისამართი.
4. ვაჭერთ Create ID-ს, რის შემდეგაც თქვენს მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მოგივათ ვერიფიკაციის წერილი. გაუკეთეთ ვერიფიკაცია მითითებული ლინკით და ამის შემდეგ უკვე შეძლებთ ისარგებლოთ App ან Mac App Store-ით.