„კოსმოსი — ეს არის ყველაფერი, რაც იყო, რაც არის და რაც რომ ოდესმე იქნება“ — ეს სიტყვები ეკუთვნის სახელგანთქმულ ამერიკელ ასტრონომსა და ფიქიკოსს კარლ საგანს, რომელიც ცნობილი იყო თავისი საოცარი ტალანტით: კარლს შეეძლო ისე აეხსნა ძალიან ძნელი მცნებები, რომ მას პატარა ბავშვიც კი გაუგებდა. მაგრამ, რა შუაშია აქ Apple? არ იცით? მაშინ, შევხვდებით სასამართლოში.
კარლ საგანი იმდენად გამოჩენილი მეცნიერი იყო, რომ კუპერტინოელ ინჟინრებს უბრალოდ არ შეეძლოთ გვერდი აევლოთ მისი ტალანტისათვის და არ მიეზღოთ საკადრისი. თავისი პატივისცემა ინჟინრებმა გამოხატეს ძალიან საინტერესოდ: ერთ-ერთი ახალმა Macintosh კომპიუტერმა მიიღი სახელი კარლ საგანის საპატივცემლოდ. მაგრამ როგორც ჩანს, მეცნიერს არ მოეწონა ასეთი კეთილი და გულუხვი მოქცევა კუპერტინოს მხრიდან: ასტრონომმა ვერ შეაფასა ჯეროვნად ინჟინრების საქციელი და სასამართლოში უჩივლა კომპანიას.
რათქმაუნდა, სასამართლომ Apple-ის ქმედებაში დანაშაულის კვალი ვერ აღმოაჩინდა, ხოლო Macintosh-ის აღნიშნულ მოდელს კიდევ ორჯერ შეეცვალა სამუშაო სახელი. ჯერ მას დაარქვეს BHA, რაც იშიფრება როგორც Buu Head Astronomer (ბენტერა ასტრონომი), ხოლო შემდეგ, LAW — Lawyers Are Wimps (იურისტები ბუზღუნა ხალხია).
ამ საქმის მიხედვით სასამართლომ Apple-ის სასარგებლოდ განაჩენი 1994 წლის 17 ნოემბერს გამოიტანა.