ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1982 წლის 16 ნოემბერი

81views

სტივ ჯობსის მოსაზრებები Macintosh-ის შესახებ თითქმის ყველა ასპექტში არ ემთხვეოდა და ხანდახან კატეგორიულად განსხვავდებოდა კიდევაც ჯეფ რასკინის მოსაზრებებისაგან. აზრთა ეს ჭიდილი იმდენად შორს წავიდა, რომ ბოლო-ბოლო რასკინი იძლებული გახდა პროექტი დაეტოვებინა. თუმცა, როგორც ალბათ უკვე მიხვდით, რაღაც საერთო სტივსა და ჯეფს ჰქონდათ: ისინი სრულიად ეთანხმებოდნენ ერთმანეთს მომავალი კომპიუტერის დასახელებაში.

ახალ კომპიუტერს სახელად Macintosh უნდა რქმეოდა და არა სხვა რამ. სხვა ვარიანტები მიუღებელი და შეუძლებელი იყო. 80-იანი წლების დასაწყისში უკვე არსებობდა კომპანია, რომლის სახელიც ძალიან ჰგავდა „ერთი ხილის კომპანიის“ კომპიუტერის სახელს. კომპანიას ერქვა McIntosh Laboratory და აწარმოებდა მაღალი დონის აკუსტიკურ სისტემებს.

მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ სტივს თავიდან კომპიუტერისთვის სწორედ ეს სახელი ჰქონდა მოფიქრებული, Mcintosh და მხოლოდ მერე უკვე, იმისათვის, რომ ორი კომპანიის სავაჭრო ნიშნები განსხვავებული ყოფილიყო, კომპიუტერის დასახელებაში ჩაემატა „a“ და საბოლოდ მივიღეთ ის სახელი, რაც დღეს ყველამ იცის. მცირედი იყო დარჩენილი: McIntosh Laboratory-ს დათანხმება ამ ყველაფერზე.

1982 წლის 16 ნოემბერს სტივ ჯობსმა თავისი პირველი წერილი მისწერა McIntosh Laboratory-ს პრეზიდენტს, რომელშიც სთხოვდა უფლებას გამოეყენებინა დასახელება Macintosh. თავიდან ამ წერილზე მყისიერი უარი მოვიდა, მაგრამ ოთხი წლის შემდეგ, როდესაც თხოვნას საკმაოდ მსხვილი თანხაც მოჰყვა, აკუსტიკური სისტემების მწარმოებელი დანებდა და თანხმობა გასცა.

Comments

comments

Leave a Response