ეს დღე ისტორიაში 

[ეს დღე ისტორიაში] 1997 წლის 15 ნოემბერი

ძალიან ხშირად მრავალი ექსპერტისაგან, ანალიტიკოსისაგან და მომხმარებლისგან გაიგონებთ ერთობ გაბედულ, მაგრამ სადღაც მართალ მტკიცებას: „iMac-მა გადაარჩინა კომპანია Apple“. მაგრამ მოგებაზე კუპერტინოელები გაიყვანა არა iMac-მა, არამედ მარტივად რომ ვთქვათ, „მოსაწყენმა ნაცრისფერმა ყუთმა“.

რათქმაუნდა, „მოსაწყენი ნაცრისფერი ყუთი“ — ის პროდუქტი არაა, რომელიც მომხმარებლებში სიამოვნების შორისდებულებს გამოიწვევდა. ამისათვის „ერთი ხილის კომპანიას“ ჰქონდა iMac.

თუ მავანი ჯერ კიდევ ვერ მიხვდა, საუბარია პროცესორზე G3, რომელიც შესანიშნავად უმკლავდებოდა მასზე დაკისრებულ საქმეს: მან შეცვალა PowerPC 604 და ჰქონდა მაღალი წარმადობა. Apple-ს იმდენად მოსწონდა ახალი პროცესორი, რომ მწარე ხუმრობებს არ იშურებდა Intel-ის მისამართით. რის გამოც 2005 წელს ბოდიშის მოხდაც მოუწია.

მაგრამ მაშინ 2005 წლამდე ჯერ კიდევ შორს იყო, Intel-ზე არავინ ფიქრობდა, ამიტომ ყველაფერი საუკეთესოდ მიმდინარეობდა. Apple-ის კომპიუტერების მომხმარებლებმა ახალი ჩიპის წარმადობა და სისწარაფე ჯეროვნად დააფასეს. ამიტომ, როდესაც 1997 წლის 15 ნოემბერს Apple-მა წარმოადგინა PowerPC G3, წარმატება გარანტირებული იყო.

Related posts