რვა წლის წინ, 2005 წელს, პრაქტიკულად მთელი მსოფლიო აღენთო ფრიად კეთილშობილი იდეეით, რომელიც რთულად განსახორციელებელი, შერიძლება ითქვას, შეუსრულებელიც კი იყო. გადაწყდა ყველა რთულად ხელმისაწვდომი და ღარიბი ქვეყნის ბავშვების აღჭურვა იაფფასიანი ნოუთბუკებით, რომლებსაც ექნებიოდათ WiFi-ს მხარდაჭერა და ინტერნეტთან წვდომა. საინტერესოა, ვის მოუვიდა თავში იდეა, რომ აფრიკელ ბავშვებს მხოლოდ ეს აკლდათ მათ დუღჭირ ცხოვრებაში?
ისმის კითხვა: „კი მაგრამ, Apple რა შუაშია?“. როგორც აღმოჩნდა, შუაშია. ცნობილია, რომ ნებისმიერი კეთილშობილური გეგმა აგრეთვე არის შესანიშნავი საშუალება საკუთარი კომპანიის დადებითად წარმოჩინებისათვის. განა შეეძლო Apple-ს გვერდი აევლო ასეთი ამბისათვის?
გაიგო რა სტივ ჯობსმა ამ პერრსპექტიული იდეის შესახებ, მაშინათვე შესთავაზა სრულიად უფასოდ აღეჭურვა ნოუთბუკები Mac OS X საოპერაციო სისტემით. რათქმაუნდა სტივის ასეთი გულუხვობა შეუმჩნეველი არ დარჩენილა, მაგრამ 2005 წლის 14 ნოემბერს Apple-ის ეს წინადადება უგულებელყოფილი აღმოჩნდა. რატომ? იმიტომ, რომ Mac OS X დახურული სისტემა გახლავთ.
შედეგად, არჩევანი შეჩერდა Red Hat Linux-ზე, ხოლო რაღაც დროის შემდეგ კეთილშობილური იდეა ქვიშაში ჩაღვრილი წყალივით სადღაც გაუჩინარდა.