ხრიკები

როგორ გავთიშოთ App Nap კონკრეტულ აპლიკაციაში

84views

მოთელვისათვის ცოტა თეორია: App Nap გახლავთ ახალი ფუქნცია OS X Mavericks-ში, რომელიც ავტომატურად აჩერებს არააქტიური აპლიკაციების მუშაობას — იდეალურ შემთხვევაში ეს საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ ნოუთბუკის ავტონომიური მუშაობის დრო. მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, აბსოლუტური იდეალი არ არსებობს და ცხოვრებაში გვხვდება სიტუაციები, როდესაც ძალკეულ აპლიკაციას კატეგორიულად ესაჭიროება მუდმივი მუშაობა, საოპერაციო სისტემის სურვილის წინააღმდეგაც კი.

სწორედ ასეთი სიტუაციებისათვის Apple-ის დეველოპერებმა გაითვალისწინეს ოფცია, რომელიც საშუალებას მოგცემთ გათიშოთ App Nap. ამის გაკეთება ძალიან ადვილია — მოძებნეთ სასურველი აპლიკაცია საქაღალდეში /Applications, გახსენით ობიექტის თვისებების სარკმელი (File » Get Info) და ჩართეთ შესაბამისი თოლია.

სამწუხაროდ, Safari-ს შემთხვევაში ეს ხრიკი არ გაჭრის — ის App Nap ფუქნცია საერთოდ არ არის გათვალისწინებული, ამიტომ სხვა მეთოდს უნდა მივმართოთ და ტერმინალი გამოვიყენოთ. გარანტიას ვერ მოგცემთ, მაგრამ წყარო, სადაც ეს ამოვიკითხეთ, გვარწმუნებენ, რომ მეთოდი მუშაობს:

defaults write -app safari NSAppSleepDisabled -bool YES

Comments

comments

Leave a Response