მიმოხილვა

Moshi-ს Lightning კაბელი და მანქანის დამტენი

91views

ყველას ვინც ფლობს რაიმე გაჯეტს ესაჭიროება მათთვის აქსესუარები. ერთ-ერთი კომპანია რომელიც წარმატებით მოღვაწეობს აქსესუარების სფეროში და რომელიც მე პირადად საკმაოდ მესიმპატიურება არის Moshi. დღეს მინდა განვიხილო ორი პროდუქტი, Lightning კაბელი და მანქანის დამტენი.

არის მოსაზრება იმის შესახებ რომ Apple-ის Lightning კაბელი შედარებით მალე ფუჭდება წინამორბედ 30 pin-იან კაბელებთან შედარებით (დღემდე ვიყენებ 2005 წელს გამოშვებულ iPod Classic-ის და 2007 წელს გამოშვებულ პირველი თაობის iPhone-ის კაბელებს). აქედან გამომდინარე დამატებითი კაბელის შეძენა საკმაოდ კარგი ინვესტიცია, იმ შემთხვევაში თუ ორიგინალი კაბელი უარს ამბობს ფუნქციონირებაზე ან უბრალოდ დამატებითი კაბელი გჭირდებათ.

სწორად ერთ-ერთია Moshi-ის Lightning კაბელი. მას აქვს MFi ლიცენზია და გარანტირებულად მუშაობს Apple-ის ყველა მოწყობილობაზე რომელთაც აქვს Lightning შესაერთებელი. ამ კონკრეტული კაბელის უპირატესობა მდგომარეობს იმაში რომ აქვს ალუმინის კორპუსი რაც უფრო სოლიდურს და გამძლეს ხდის მას. წარმოდგენილია როგორც თეთრი ასევე შავი ფერის ვარიანტები. შეძენა შეგიძლიათ ამ ბმულზე.

ვინაიდან და რადგანაც მომრავლდა იაფფასიანი დამტენები უცნაური დასახელებით, რომელნიც მოსალოდნელია რომ არც ისე კარგი იყოს თქვენი მოწყობილობის ელემენტისთვის, მეორე მოწყობილობა დღევანდელ განხილვაში ეს არის მანქანის USB დამტენი.

ისიც ასევე არის კომპანია Moshi-ის. მას აქვს ორი USB პორტი, თითო 2.1A ან 10W. შეუძლია ორი მოწყობილობის ერთად დატენვა და გააჩნია ენერგიის განაწილების ფუნქცია რომელიც უზრუნველყოფს მოწყობილობის სრულყოფილად დატენვას. გარეგნული მხარე მასაც ალუმინის კორპუსის აქვს რაც საკმაოდ კარგად ჯდება ძვირადღირებული მანქანების დიზანშიც კი 🙂

მისი შეძანაც არის შესაძლებელი Moshi-ს ონლაინ მაღაზიაში ამ ბმულზე.

მინდა ავღნიშნო რომ მსგავსი ტიპის აქსესუარებზე ეკონომიის გაკეთებას არ გირჩევდით და უპირატესობას მივანიჭებდი უფრო ცნობილი ბრენდების აქსესუარების შეძენას როგორიც არის Moshi, Belkin, Griffin და ა.შ. ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ დაზღვეულები იმისგან რომ ეს აქსესუარები არ გააფუჭებენ ჩვენს მოწყობილობებს და ხშირ შემთხვევაში მათზე გარანტიაც კი ვრცელდება განსხვავებით იაფფასიან “No name” აქსესუარებისგან.

Comments

comments

Leave a Response