დღეს თითოეული ჩვენგანი დღე-ღამის დიდ ნაწილს ინტერნეტში ატარებს. ინტერნეტის საშუალებით ჩვენ ვმუშაობთ, ვსწავლობთ, ვეცნობით ადამიანებს, ვისვენებთ და უბრალოდ დროს ვკლავთ. მაგრამ წარმოიდგინეთ: მსოფლიო ქსელის შექმნის იდეა მხოლოდ 23 წლის წინ გაჟღერდა.
ზუსტად 23 წლის წინ, 1990 წლის 12 ნოემბერს, ინგლისელმა მეცნიერმა და გამომგონებელმა სერ ტიმოთი ჯონ ბერნერს-ლიმ ოფიციალურად გამოაქვეყნა წინადადება მსოფლიო ქსელის შექმნის შესახებ.
ყველაფერი კი 1984 წელს დაიწყო, როდესაც ბერნერს-ლი, რომელიც იმ დროს CERN-ში მუშაობდა, დაიწყო დოკუმენტების გაცვლის შიდა სისტემის შექმნის შესწავლა. ამ პროექტს ENQUIRE ერქვა. სისტემის პრაქტიკულად შესწავლის შემდეგ, ბერნერს-ლიმ გამოთქვა ფრიად გაბედული იდეა: მან შესთავაზა შექმნილიყო გლობალური ჰიპერტექსტული პროექტი, რომელიც დღეს ყველასათვის ინტერნეტის სახელით არის ცნობილი.
1990 წელს ოფიციალური განცხადების შემდეგ, ტიმს მუშაობა 1993 წლამდე არ შეუწყვეტია. ის არა მარტო კოორდინაციას უწევდა ყველა სამუშაოებს, არამედ აგრეთვე მომხმარებელთა გამოხმაურებასაც აგროვებდა, ანგარიშს უწევდა ყველა სურვილსა და შენიშვნას. სწორედ ამ წლებში ბერნერს ლი-მ პირველად გამოთქვა თავისი მოსაზრება URI, HTTP და HTML-ის შესახებ.