ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1983 წლის 10 ნოემბერი

35views

უკვე შორეულ 80-იან წლებში საკმარისი იყო თუნდაც ცალი თვალით შეგეხედათ Macintosh-ის კომპიუტერზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ მიმხვდარიყავით: მომავალი გრაფიკულ ინტერფეისს ეკუთვნის. როდესაც ბილ გეითსი Apple-ის კამპუსში აღმოჩნდა, ის მიხვდა არა მარტო ის, რომ გრაფიკულ ინტერფეისს ეკუთვნის მომავალი, არამედ ისიც, რომ ამ მომავალში აუცილებლად უნდა იყოს Microsoft წარმოდგენილი.

გასაკვირი არ არის, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ბილ გეითსი საკმაოდ სწრაფად და ადვილად დათანხმდა სტივ ჯობსის მოთხოვნას, რომელსაც სურდა რომ Microsoft პროგრამული უზრუნველყოფა გრაფიკული ინტერფეისით მხოლოდ Apple-ისთვის გამოეშვა.

რათქმაუნდა ეს შეთანხმება არ უკრძალავდა Microsoft-ს შეექმნა საკუთარი საოპერაციო სისტემა.

შედეგად, ბილ გეითსმა გადაწყვიტა დასწრებაზე ეთამაშა და Mac-ის პრეზენტაციამდე, კონკრეტულად 1983 წლის 10 ნოემბერს, მთელ მსოფლიოს წარმოუდგინა საკუთარი გრაფიკული საოპერაციო სისტემა, Windows 1.0

Comments

comments

Leave a Response