ალბათ Apple-ის მოყვარულებისათვის უცნობი არ არის ისეთი ადამიანი, როგორც ჯილ ამელიოა. რათქმაუნდა, ზოგს მხოლოდ გაუგია ეს სახელი, ზოგმა კი დეტალურად იცის მისი ბიოგრაფია. ჯილის ცხოვრებაში ბევრი საინტერესო მომენტი ყოფილა. მაგალითად, სწორედ მისი დამსახურებაა, რომ მან გადაწყვიტა კომპანიისათვის საოპერაციო სისტემის NeXT-ის შეძენა.
მაგრამ თუ მის ამ დამსახურებაზე ბევრს გაუგია, იმის შესახებ, რომ სწორედ ჯილ ამელიოს დამსახურებაა კომპანიის National Semiconductor-ის არა მხოლოდ პრობლემებიდან გამოყვანა, არამედ იმის მიღეწევაც, რომ ის მომგენიანი გახდა. მანამდე ჯილმა იგივე სხვა კომპანიის შემთხვევაში გააკეთა — Rockwell International.
მაგრამ ყველაზე საინტერესო და ალბათ სასაცილოც არის ის, რომ არა მისმა გამოჩენილმა მენეჯერულმა თვისებებმა მიიყვანა ის Apple-ში, არამედ მისმა ბრწყინვალე საინჟინრო განათლებამ. მისი მონაწილეობით შეიქმნა, მაგალითა თხევადკრისტალური ეკრანები. ის 16 პატენტში ფიგურირებს.
სამწუხაროდ, Apple-ში ჯილი ტექნიკური საკითხებით არ იყო დაკავებული, ვიანიდან კომპანიის მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა და ამელიო იძულებული გახდა კომპანიის რეანიმაცია დაეწყო.
Apple-ის მმართველობაში ჯილ ამეილიო 1994 წლის 9 ნოემბერს იქნა მიღებული.