როგორ გავხსნათ Finder-ის ახალი Tab-ი OS X Mavericks-ში
Internet Explorer-ის გადაგდების შემდეგ ინტერნეტ ბრაუზერებს დაემატათ ახალი ფუნქცია Tab-ები. მათი საშუალებით ერთ ფანჯარაში შეგვეძლო გაგვეხსნა რამოდენიმე ქვე-ფანჯარა, რაც შედარებით მოსახერხებელი იყო ინტერნეტში სერფინგისთვის, იმიტომ რომ არ გვიწევდა ბევრი საიტის გახსნის შემთხვევაში ფანჯრების ჩაკეცვა.
Tab-ები დღემდე არის ყველა თანამედროვე ინტერნეტ ბრაუზერში და ყველა მომხმარებელი იყენებს მათ. აქედან გამომდინარე Apple-მა ოპერაციული სისტემის განახლებაში Tab-ები დაამატა Finder-ს, რათა უფრო კომფორტული ყოფილიყო ჩვენს ფაილებსა და საქაღალდეებში ძრომიალი.
1. გახსენით Finder-ის ფანჯარა რომელიც თქვენს Dock-შია მოთავსებული.
2. ზედა მენიუში დააჭირეთ File-ს და შემდეგ New Tab-ს. ასევე Finder-ის გახსნის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ღილაკთა კომპნაცია Command + T.
3. გაიხსნება Finder-ის ახალი Tab-ი.
შეგიძლიათ გამოიყენოთ ანალოგიურად როგორც ბრაუზერების შემთხვევაში და გახსნათ Tab-ების ნებისმიერი სასურველი რაოდენობა.