როგორ გავიგოთ რომელი აპლიკაციები იყენებენ ელემენტის დიდ ენერგიას OS X Mavericks ოპერაციულ სისტემაზე.
თუ თქვენ გაქვთ MacBook Air-ი, MacBook Pro ან სხვა რომელიმე პორტაბელური Mac-ი რომელიც მუშაობს ელემენტზე, OS X Mavericks-ის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ რომელი აპლიკაცია მოიხმარს ელემენტის ძირითად რესურსს. თუ შეამჩნიეთ რომ სწრაფად გიჯდებათ ელემენტი, ერთი დაკლიკებით შეგიძლიათ გაიგოთ ამის მიზეზი:
1. ზედა “System tray”-ში არის ელემენტის მაჩვენებელი Icon-ი, რომელიც გვაჩვენებს ელემენტის მუშაობის დროს. დააკლიკეთ მას.
2. გამოჩნდება ახალი სექცია სადაც მითითებულია თუ რომელი აპლიკაციები ხარჯავენ ელემენტის ენერგიას დიდი რაოდენობით.
3. გამორთეთ ეს აპლიკაციები რათა შეუნარჩუნოთ ელემენტს მეტი ენერგია.