როდესაც Mac OS X საოპერაციო სისტემის ხანა მხოლოდ იწყებოდა, ერთადერთი ვებ-ბრაუზერი, რომელიც ხელმისაწვდომი იყო მომხმარებლისათვის, იყო Internet Explorer. და მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ Mac OS X-მა მიიღო საკუთარი ვებ-ბრაუზერი, რომელსაც დღეს ჩვენ ვიცნობთ Safari-ს სახელით.
რატომ წავიდა Apple ასეთ პირდაპირ კონფრონტაციაზე Microsoft-თან? ალბათ ეს აუცილებლობით იყო გამოწვეული: კუპერტინოში იძულებული იყვენენ დაეწყოთ საკუთარი ვებ-ბრაუზერის შექმნა, ვინაიდან Safari-ს გამოსვლიდან ცოტა ხანში რედმონდმა Internet Explorer-ის Mac-ვერსის მხარდაჭერაზე უარი ოფიციალურად განაცხადა.
Microsoft-ის ასეთი გადაწყვეტილების გამო, Mac-კომპიუტერების მომხმარებლები კვლავ ერთი ბრაუზერის — Safari, ამარა დარჩნენ, რომელიც სხვათაშორის იმ მომენტში ვერ დაიკვეხნიდა იდეალური მუშაობით. მაგრამ ცოტა ხანში ყველაფერი შეიცვალა.
2004 წლის 2 ნოემბერს Mozilla Foundation-ის დეველოპერებმა წარმოადგინეს საკუთარი ბრაუზერის, Firefox-ის Mac-ვერსია. რასაკვირველია, Firefox არ გახდა პოპულარული Mac-მომხმარებელთა შორის, მაგრამ ალტერნატიული ბრაუზერის გამოყენების შესაძლებლობა — ყოველთვის კარგი რამ არის.