მოდი, ერთ რამეს გეტყვით პატიოსნად და გულზე ხელის დადებით — ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს, თუ როდის გამოვა Apple-ის ტელევიზორი. მართლა, მართლა. რა დამადასტურებელი ფაქტები არსებობს? მხოლოდ ერთი — სტივ ჯობსი, აიზექსონის განცხადებით აპირებდა ასეთი მოწყობილობის გამოშვებას. ყველა დანარჩენი მოსაზრება — მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფია. მაგრამ ამ მითიური ტელევიზორის შესახებ მითქმა-მოთქმა არ წყდება. მოდი გავეცნოთ ჭორების ახალ პარტიას.
ინტერნეტ-რესურსები Sina.com და WantChinaTimes ერთდროულად გამოვიდნენ ერთნაირი განცხადებებით, რომ Apple-მა დაასრულა ტელევიზორის შემუშავების პირველადი სტადია და გადავიდა მეორე ფაზაზე — საცდელი წარმოება. მოიაზრება, რომ წარმოება იმავე ქარხანაში მოხდება, სადაც იწყობა iPhone, Foxconn-ში.
ადრე ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Foxconn-ის დამფუძნებელმა, ტერი გოუმ დაადასტურა ტელევიზორების გამოშვების ფაქტი, მაგრამ კომპანიის პრეს-სამსახურმა პრესაში გამოქვეყნებულ ამ სტატიებს სპეკულაცია უწოდა.
წყარო: ai.com