Apple-ის თითოეულ პროდუქტს გააჩნია საკვანძო ფუნქცია — ის, რაც ჰყიდის ამ საქონელს. კითხვა, რა გახდება ტელევიზორის განმასხვავებელი თავისებურება? Siri? ვირტუალური ასისტენტის გარეშე ვერ გავძლებთ, მართალია, მაგრამ ოქტომბრის პრეზენტაციის შემდეგ ამით ვეღარავის გააკვირვებ. იმისათვის, რომ გრიგალივით შევვარდეთ სატელევიზიო ბაზარზე, Apple-ს რაღაც კარდინალურად ახალი სჭირდება.
როგორც ეს ხშირად ხდება, საჯაშუშო მონაცემები მოდის არა კუპერტინოდან, არამედ კომპანიის პარტნიორებისაგან (Apple-ის გასაიდუმლოების საცეცები ყველგან ვერ წვდება). პარტნიორების როლში დღეს — სადენიანი და უსადენო კავშირგაბმულობის კანადელი პროვაიდერები არიან, Rogers და Bell. თუ დასახმარებლად ქვეყნის უმსხვილეს გაზეთს, Globe and Mail-ს მოვიხმობთ, გავიგებთ, რომ Apple დაკავებულია საიმედო მოკავშირის ძიებით ამ რეგიონში. კუპერტინოს ძალიან სჭირდება ვინმე „უსადენო და ფართოზოლოვანი წვდომის საკითხებში“.
მაგრამ მთავარი ეს არ გახლავთ. მთავარი ის არის, რომ პარტნიორების უკვე აქვთ პროდუქტის პროტოტიპი. ხოლო სადაც პროტოტიპია, იქ ვინმეს რაიმე სიტყვა დასცდება. ტელევიზორები, რომლებიც აღნიშნული კომპანიების განკარგულებაშია, იმართება ფრიად ორიგინალურად. Siri — დიახ, მაგრამ მარტო ეგ არა.
ფუმფულა ტახტიდან ადგომის გარეშე, მაყურებლებს შეუძლიათ მართონ ტელევიზორი ხმით, აგრეთვე — ხელის მოძრაობებით. ამდაგვარად აქტიურდება ეკრანული კლავიატურა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვნახოთ ვებ-გვერდები, ვიჩეტაოთ და ვისარგებლოთ სოციალური ქსელებით, მაგალითად ფეისბუკით. და ეს ყველაფერი — ფიზიკური ინტერფეისის გარეშე.
ცალკე თემაა ტელევიზორის სახელი. iTV? ანალიტიკოსებმა ამ დღეებში განაცხადეს, რომ ასეთი ვარიანტი გამორიცხული არ არის.
წყარო: macrumors