სიახლეები 

პოლ მაკარტნის ცოცხალი კონცერტი აიტუნზში

თანამედროვე მუსიკის ცოცხალი ლეგენდა და ბითლზის ყოფილი წევრი პოლ მაკარტნი 9 თებერვალს გამართავს კონცერტს, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა აიტუნზის და ეპლ ტივის მეშვეობით.  მაკარტნი შეასრულებს კომპოზიციებს მისი უახლესი ალბომიდან Kisses on the Bottom, რომელიც გაყიდვაში 8 თებერვალს გამოვიდა. მასთან ერთად კონცერტში მონაწილეობას მიიღებს კანადელი ჯაზ-მომღერალი დაიანა კრალი და მისი ბენდი, რომლებმაც მაკარტნის ალბობის ჩაწერაშიც შეიტანეს წვლილი.

იმისათვის, რომ აიტუნზის მეშვეობით უყუროთ მაკარტნის ლაივს, ამისათვის უნდა ეწვიოთ მის გვერდს აიტუნზის მუსიკალურ მაღაზიაში ამ ბმულზე . ხოლო ეპლ ტივის მფლობელებს შეეძლებათ მისი ყურება ეპლ ტივის მენიუში Internet –> iTunes Live.
კონცერტის დაწყების დრო ზონების მიხედვით:
კალიფორნია: 19:00
ნიუ იორკი: 22:00
ცენტრალური ევროპული დრო (პარიზი) : დილის 04:00
თბილისის დრო: დილის 07:00

Related posts