შესავალი მოკლე იქნება ამ სტატიისათვის. ჩანაწერი ჩვენ ვნახეთ სტივენ ჰაკეტის საიტზე, უცნაური დასახელებით 512 Pixels და შევეცადეთ ისე გვეთარგმნა ტექსტი, რომ არ დაკარგულიყო აღფრთოვანება, ემოციები და აღმაფრენა, რაც რომ სტატიის ავტორმა ჩადო მასში. რა უნდა ვუყოთ ჰეკეტის სტატიას წაკითხვის შემდეგ? გავაკრიტიკოთ? წავიკიტხოთ და დავივიწყოთ? თქვენი გადასაწყვეტია:
გილოცავთ ჩემო ძვირფასო Apple-ის ფანატებო. ჩვენი დრო მოვიდა.
Apple — უბრალოდ კომპანიაა, მაგრამ ბევრი ჩვენგანისათვის ეს კომპანია ყოველდღიური საქმიანობის ცენტრში მოექცა. არ იქნება Apple-ის პროდუქტები — არ იქნება საყვარელი საქმეც.
Apple-ის ამ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული კვარტალური შედეგების დეტალები კვლავაც მოედინება, ვნებები ცოტათი ჩაცხრა და ახლა უკვე შესაძლებელია ვთქვათ, რომ ჩვენ ახალ სამყაროში ვიმყოფებით.
ეს სამყარო უკვე დიდი ხანია, რაც ჩამოყალიბდა — ბოლო რამდენიმე წელია Apple ამარცხებს ნებისმიერ სხვა კომპიუტერულ კომპანიას მაჩვენებელთა უმეტეს ნაწილში. და მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის წილი ბაზარზე არაა დიდი, ციფრებისა და ფაქტების წინააღმდეგ ვერ წავალთ — Apple ამარცხებს და ამარცხებს კონკურენტებს.
ამ ახალ სამყაროში ჩვენ უკვე აღარ ვართ უცნაური ადამიანები, რომლებიც ჩაციკლულები არიან ყველასთვის უცნობ კომპიუტერებზე და პროგრამებზე. iPad-ის აპლიკაციების გარჩევა „სტარბაქსის“ რიგში უკვე სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა.
Apple გახდა მეინსტრიმი და მის კვალად ჩვენ უკვე შეგვიძლია უფროსების წრეში შესვლა.
რათქმაუნდა, მრავალი ჩვენგანი თავის დროზე დადიოდა ვაშლის ლოგოებით აჭრელებული „პოვერბუკებით“. ჩვენ არც ახლა არავინ არ გვიკრძალავს ამის კეთებას, უბრალოდ ახლა ამით გოგოების მოხიბვლაც შეიძლება.
ჰო, იდიოტი ბლოგერები და სხვა ყოვლისმცოდნენი არსად გაქრებიან — უბრალოდ დროთა განმავლობაში ყველა, ვინც Apple-ის კრახს ამტკიცებს კეთროვანით იქნება საზოგადოებისაგან მოკვეთილი.
ჯანდაბამდეც გზა ჰქონიათ და მოდით ვიქეიფოთ.
წყარო: 512 Pixles