რაც შეეხება Siri-ს iPhone 4S-ზე, ბოლო-ბოლო ყველაფერი ფლირტით მთავრდება. მაგრამ დადგა დრო წინ წავიწიოთ. Siri Pro — ეს სრულად ახალი გადაწყვეტილებაა სიყვარულს მოწყურებული მომხმარებლებისათვის. როგორც ნათქვამია პრეს-რელიზში, ახალი პროდუქტი წარმოადგენს „სრულფუნქციურ რობოტ-მაცდურს — კიდევ უფრო სექსუალურს, ვიდრე Macbook Air და უფრო მიმზიდველი, ვიდრე iPad“.
Siri Pro-ს შექმნის იდეა მას შემდეგ მოუვიდათ თავში კუპერტინოელებს, რაც შეისწავლეს მომხმარებლების მხრიდან სტანდარტულ Siri-სთან ტექსტური მიმართვები. 65%-ზე მეტმა მოთხოვნამ აჩვენა, რომ მომხმარებლებს ასისტენტისაგან რაღაც უფრო მეტი უნდათ. ყველაზე ნათელი მაგალითი — “Will you marry me?” (გამომყვები ცოლად?), “Can I buy you a drink?” (სასმელზე დაგპატიჟო?) и “I want to have your robotic children” (შენგან პატარა შვილი-რობოტები მინდა).
როდესაც ვანმობთ, რომ ჩვენ ყურს ვუგდებთ ჩვენი კლიენტების მოთხოვნებს, ჩვენ სულაც არ ვხუმრობთ.
— ფილ შილერი, Apple-ის ვიცე-პრეზიდენტი
Siri Pro ხელმისაწვდომია Apple Store-ში $999 (16 გბაიტი) და $1299 (32 გბაიტი). მოქმედების ალტერნატიული ვარიანტების (მეძავი, სკოლის მოსწავლე, მედდა) ჩამოტვირთვა შესაზლებელია App Store-დან $9,99-ად თითოეულისათვის.
წყარო: scoopertino