ანალიტიკური კომპანია Nielsen აქვეყნებს 2011 წლის ბოლო კვარტლის სმარტფონების გაყიდვების სტატისტიკას ამერიკულ ბაზარზე, რის მიხედვითაც iPhone 4S-ის გაყიდვები თითქმის გაუტოლდა ანდროიდიანი სმარტფონების მაჩვენებლებს ამერიკულ ბაზარზე, რაც გამოწვეულია აიფონ 4S-ის მზარდი პოპულარობით მომხმარებლებს შორის. კვლევის თანახმად, ოქტომბრიდან დაწყებული, როცა ბოლო თაობის აიფონი გაყიდვაში გამოვიდა, მისმა გაყიდვები ბოლო სამი თვის განმავლობაში გაიზარდა თითქმის ორჯერ, 25%-დან 44 %-ზე, იმავდროულად კი ანდროიდიანი სმარტფონების გაყიდვები 61%-დან 47%-ზე შემცირდა, რაც სრულიად ახალი ტენდენციაა ბაზარზე, რადგანაც გამოჩენის დღიდან, ანდროიდის პოპულარობა და გაყიდვები მუდმივად იზრდებოდა ამერიკულ ბაზარზე.
აღსანიშნავია, რომ ბლეკბერის გაყიდვებიც ასევე 2%-ით შემცირდა. ეს მონაცემები კიდევ ერთხელ აქარწყლებს იმ მოსაზრებას, რომ ბოლო თაობის აიფონი არაფრით გამოირჩეოდა წინა, აიფონ 4-სგან და დიდ წარმატებას არ უწინასწარმეტყველებდნენ.
უფრო სრული მონაცემისთვის ეწვიეთ წყაროს ამ ბმულზე