Apple-ის თანადამფუძნებელი სტივ ვოზნიაკი სომხეთში ჩავიდა. მიზეზი: მას უნდა მიანოჭონ ქვეყნის პრეზიდენტის პრემია.
ის უკვე შეხვდა სომხეთის საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიის წარმომადგენლებს. კომპანია „სინოპსის არმენია“ სასწავლო დეპარტამენტში მას გადასცეს ღირსების სერტიფიკატი „მსოფლიო პრობლემების ჰუმანური ხედვისათვის, ენთუზიაზმისათვის და უსაზღვრო ენერგიისათვის ინოვაციების გავრცელებისათვის სომხეთში და მთელ დანარჩენ მსოფლიოში“.
დღეს ვოზი შეხვდება ქვეყნის პრეზიდენტს, სერჟ სარგსიანს და მიიღებს პრეზიდენტის სახელობის პრემიას „კაცობრიობის საქმეში გამოჩენილი წვლილის შეტანისათვის საინფორმაციო ტექნოლოგიების საშუალებით“.
ასეთი სახის პრემია არასდროს მიმიღია. მეკუთვნის, როგორ ფიქრობთ?
— აცხადებს სტივ ვოზნიაკი
ვიზიტის ფარგლებში ვოზი ასევე შეხვდება სამთავრობო ჩინოვნიკებს, უნივერსტეტების რექტორებს, სტუდენტებს, მეცნიერებს. სტივი აგრეთვე ქვეყნის პრემიერს, ტიგრან სარქისიანს შეხვდება.
წყარო: arm