სიახლეები 

სტივ ჯობსი შესაძლოა წლის ადამიანი გახდეს TIME-ის ვერსიით

დეკემბრის ბოლოს კვირას ამერიკული, ყოველკვირეული გამოცემა TIME ტრადიციისამებრ დაასახელებს წლის ადამიანის სახელს. სტივ ჯობსი პრეტენდენტთა სიაშია.

მიუხედავად იმისა, რომ არჩევანი — აღამასრულებელი რედაქტორის პრივილეგიაა, TIME-ის წარმომადგენლებმა საჯარო დებატები გამართეს. ჟურნალმა მიიწვია ექვსი ადამიანი ხუთი სხვადასხვა დარგიდან: პოლიტიკა, კანონმდებლობა, კომედია, ახალი ამბები და ხელოვნება.

სტივის გარდა კანდიდატთა სიაში არიან: მოჰამედ ბუაზიზი (რომლის თავის დაწვა კატალიზატორი გახდა არაბული გაზაფხულისათვის), „დაიპყარი უოლ-სტრიტი“ მოძრაობის წევრები, ეგვიპტის რევოლუციის აქტივისტი ქალი ისრაა აბდელ ფატახი, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და გერმანიის ფედერალური კანცლერი ანგელა მერკელი.

ჯობსის კანდიდატურას მხარი ორმა მოწვეულმა სტუმარმა დაუჭირა. ბრაიან უილიამსი რამოდენიმე წუთი საუბრობდა სტივის წვლილზე ჩვენს ცხოვრებაში. კერძოდ მან განაცხადა:

მან არა მარტო შეცვალა მსოფლიო, არამედ მოგვცა იმის შეგრძნება, რომ შეუძლებელი შესაძლებელია, რომ თქვენ შეგიძლიათ შეხედოთ შუშის, ან პლასტმასის ნაჭერს, თითები შეახოთ… ეს არაჩვეულებრივია! თქვენ შეგიძლიათ გაადიდოთ და შეამციროთ… სადაც არ უნდა წახვიდეთ. რომელი დარგის შეცვლაც არ უნდა გინდოდეთ — მუსიკალურის, თუ სატელევიზიოსი.

დაე მან მშვიდად იძინოს. სტივ ჯობსი, მისი სული — აი ჩემი არჩევანი წლის ადამიანის ნომინაციაზე.

ბარიანს ეტანხმება მარიო ბატალი:

ცოტა რამ მესმის და დარწმუნებული ვარ, რომ კამერაფონებმა შეცვალეს სამყარო ისევე, როგორც ეს გააკეთა ბიბლიამ.

ხმამაღალი განხადებებია, რომლებსაც რათქმაუნდა შეგვიძლია არ დავეთანხმოთ. ჯესი აიზენბერგმა, რომელმაც Facebook-ის შემქმნელის როლი შეასრულა ფილმში, ხმა მისცა არაბულ სამყაროს და უოლ-სტრიტს. მას ეთანხმება სეტ მაიერსი. ანიტა ჰილი ხმას აძლევს ეგვიპტელ ქალს, ხოლო გროვერ ნოკვისტი — ბუაზიზის.

როგორც ალბათ უკვე შეამჩნიეთ, ნომინატებს შორის ორი პიროვნებაა, რომელიც უკვე გარდაცვლილია (ჯობსი და ბუაზიზი). თუ ერთ-ერთი მათგანი გაიმარჯვებს, ეს იქნება ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც წლის ადამიანად გარდაცვლილს აირჩევენ.

თქვენ ვის მისცემდით ხმას?

წყარო: cult of mac

Related posts