ინფრაწითელი გამოსხივება. ბუნებამ ადამიანს არ უბოძა მისი დანახვის საშუალება. მაგრამ ჩვენ მაინც ვახერხებთ მის გამოყენებას… თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით. აიღეთ ფოტოკამერა, რომელსაც აქვს საშუალება გადაიღოს ინფრაწითელ გამოსხივებაში და გადაიღეთ სიბნელეში — წითელი ფერთ იქნება სავსე მთლიანად ფოტო. არანაირი საიდუმლო ამაში არ არის, უბრალოდ კამერა „ხედავს“ ინფრაწითელ დიაპაზონში. როდესაც მწარმოებელი მას ქმნიდა, ის დაფიქრდა, თუ როგორ მოეშორებინა ზედმეტი შუქი. აი, Apple-იც დაფიქრდა…
თავიდანვე ერთ რამეზე შევთანხმდეთ, თუ რას ვგულისხმობთ ინფრაწითელ ფილტრში: ზოგი კამერა ბლოკავს ამ ტიპის გამოსხივებას, ზოგი — პირიქით ატარებს მხოლოდ მას. ტელეფონის კამერას მეორე ტიპისა არ სჭირდება, ამიტომ განვიხილოთ პირველი ტიპის, რომელიც ბლოკავს.
iPhone 4-სა და iPhone 4S შორის სხვაობა ზუსტად იმაშია, რომ ეს უკანასკნელი ბლოკავს ინფრაწითელ გამოსხივებას. მოდით ვნახოთ ვიდეო:
როგორც ვხედავთ, iPhone 4 მკაფიოდ ხედავს ციმციმს, ხოლო ახალ მოდელში — სრული სიბნელეა.
წყარო: Camera Techina