Adobe Systems წყვეტს ფლეშ-დამკვრელის გაუმჯობესებას მობილური ბრაუზერებისათვის, რომლის საშუალებითაც ხორციელდებოდა შესაბამისი შიგთავსის ნახვა ტელეფონებში და პლანშეტებში. ამის შესახებ გვაცნობა საიტმა ZDNet. მათ გამოაქვეყნეს კომპანიის ოფიციალური განცხადება.
Adobe-ს გაცხადებით, ფლეშ-პროგრამების დეველოპერებმა უნდა განაგრძონ თავიანთი საქმიანობა Adobe AIR-ზე, რომელიც განთავსდება App Store-სა და Android Market-ში.
„ჩვენ ვწყვეტთ Flash Player-ის ადაპტაციას ახალი, მობილური ბრაუზერებისათვის და ახალი მოწყობილობებისათვის“, — ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
განახლების შეწყვეტა სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია Apple-ის გამარჯვებად ჩავთვალოთ, რომელმაც, როგორც ცნობილია პირველმა თქვა უარი ამ ტექნოლოგიის დამატებაზე თავის მობილურ მოწყობილობებში. 2010 წლის აპრილში სტივ ჯობსმა ღია წერილიც დაწერაამის შესახებ („მოსაზრებები ფლეშზე“), რომელშიც გააკრიტიკა Adobe-ს ტექნოლოგია. სტივმა მრავალი არგუმენტი მოიყვანა, მათ შორის ტესტირების შედეგებიც — არასტაბილური მუშაობა, დაბალი უსაფრთხოება და წარმადობა.
მრავალი წლის განმავლობაში მწარმოებელი გვპირდებოდა ამ ტექნოლოგიის გაუმჯობესებას, მაგრამ უშედეგოდ. როგორც ჩანს, Adobe-შიც მიხვდნენ უკვე, რომ Flash-ის დრო დასრულდა.
წყარო: zdnet.com