Apple ქმნის არა უბრალოდ ცალკეულ პროდუქტებს — ის ქმნის პროდუქტების ეკოსისტემას. მაგრამ თუ ვლაპარაკობთ ეკოსისტემაზე, ხშირად ვგულისხმობთ პროდუქტების ბოლო თაობებს. „მოხუცები“ პენსიაზე არიან. მათზე შეუძლებელია თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის დაყენება. ისინი მძიმე და ტლანქია. მათი დრო გავიდა. არა? არა.
YouTube-ლმა napabar-მა ერთმანეთს დააკავშირა თანამედროვე iPhone 4S და Macintosh 512K, რომელიც გასული საუკუნის ოთხმოციან წლებშია დამზადებული. მან ლეგენდარულ მოდელს ხმის ამოცნობა ასწავლა… Siri-ს მეშვეობით:
სქემა, თუ დავუკვირდებით, არაა რთული. ჯერ ხმით უნდა აკრიფოთ ტექსტი და Siri-ს მეშვეობით საკუთარ თავს გაუგზავნოთ. წერილი მიდის iMac-ზე, სტანდარტულ საფოსტო პროგრამაში. ამავე კომპიუტერზე მოქმედებს AppleScript-ი, რომელიც აკოპირებს წერილის ტექსტს PowerBook-ზე. ის თავის მხრივ დაკავშირებულია მოძველებული პროტოკოლით AppleTalk Macintosh 512K-სთან. შედეგად ბებრუცანა მაკზე იდება ფაილი იმ ტექსტით, რომელიც თქვენ ტელეფონს უკარნახეთ.
დიახ, სქემაში კიდევ ორი კომპიუტერია ჩართული. დიახ, ამ ექსპერიმენტს არავითარი პრაქტიკული დანიშნულება არა აქვს. მიხედავად ამისა, ქედს ვიხრით კლიპის ავტორის მიმართ. ყოველდღე ვერ ნახავ, თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა, ფრიად ერთმანეთისაგან დაშორებული ტექნოლოგიების დაკავშირება.
მთავარია, სურვილი იყოს.
წყარო: engadget