სიახლეები 

Siri: კოლაფსი გარდაუვალი იყო

გასულ კვირას Siri-ს იმიჯი მცირედად შეილახა. ისევე როგორც ყველა სხვა ტექნოლოგია, რომელიც მარკეტინგის მეშვეობით პიარდება, პროგრამამაც გამოაჩინა თავისი ბნელი მხარე. მაგრამ მოდით წვრილმანებს დავანებოთ თავი და შევხედოთ სურათს მთლიანობაში.

პირველ რიგში, ნეგატიური რეაქციის მთავარი მიზეზი გახლავთ სერვისის მუშაობის შეყოვნება. ბოლო რამოდენიმე დღე Siri არაადექვატურად მუშაობდა, ხან ჩაირთვებოდა, ხან — არა. მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სერვისს ერთი ჯადოსნური სიტყვა ერთვის სახლეში — „ბეტა“. ეს კიდევ ნიშნავს, რომ სერვისი წინასწარი ტესტირების რეჟიმშია. რათქმაუნდა, ეს რომ Google-ის პროდუქტი იყოს, ბეტა ბოლოსართი ჩვეულებრივი რამ იქნებოდა, მაგრამ ჩვენ საქმე გვაქვს კომპანია Apple-თან. გულზე ხელი დაიდეთ და გაიხსენეთ, რამდენად ხშირად უშვებს Apple პროდუქტებს ბეტა-რეჟიმში. თითქმის არასდროს.

Siri-ზე უარყოფითი რეაქციის მეორე ასპექტი გახლავთ ის, თუ რას წარმოადგენს ეს ტექნოლოგია. რამდენიმე დღის წინ ჯორდან კრუკმა TechCrunch-იდან დაწერა სტატია: „Siri, Why Are You So Underwhelming?“ (Siri, რატომ არ გაამართლე ჩვენი იმედები?). სტატიაში აღწერილია ზოგიერთი შემთხვევა, როდესაც სმარტფონის მფლობელი იმედგაცრულებული რჩებოდა ამ ტექნოლოგიით. და ეს სასაცილოა: Siri-ს არ შეუძლია შეცვალოს ადამიანი. არის ელემენტარული ამოცანები, რასაც Siri ვერ აკეთებს: ვერ ამატებს კონტაქტებს, ვერ ხსნის აპლიკაციებს და ვერ უკრავს სატელევიზიო პროგრამებს. და რატომ? იმიტომ, რომ თითოეულ ფრაზაში ჩვენ გამოვტოვეთ საკვანძო სიტყვა:

ჯერ-ჯერობით

შეგახსენებთ, რომ ეს ჯერ კიდევ ბეტაა. მაგრამ ის გამოსწორდება, ეჭვიც კი არ შეგეპაროთ.

ჯორდანმა აგრეთვე დაიჩივლა იმის შესახებ, რომ მას ტექსტის აკრეფვა უფრო სწრაფად შეუძლია, ვიდრე Siri-ს ფიქრი. მოდი გავიხსენოთ, ზოგიერთ ადამიანს სურდა iPhone-ში ფიზიკური კლავიატურა. და მაგარი იქნებოდა, რომ Apple-ს ის დაემატებინა. და ზოგიერთი იმედგაცრუებული შედეგად BlackBerry-ს ბნელ მხარეზე გადავიდა.

მეორე მხრივ ბევრი მიეჩვია და ახლა სიამოვნებით აფურთხებს BlackBerry-ს.

Siri, როგორც კონტროლერი, იყენებს ადამიანის კონიკაციის საკვანძო ტავისებურებას: ხმას. ეს პრაქტიკულა დიგივეა, რაც თაჩსქრინი iPhone-ში და iPad-ში. ისინი თავის მხრივ იყენებენ იმას, რაც თითოეულ ჩვენგანს აქვს: თითებს. სტივ ჯობსმა ერთხელ თქვა: „If you see a stylus, they blew it“, ანუ „თუ სტილუსი დაინახოთ, ეშმაკს მიაფურთხეთ“-ო. დაივიწყეთ მაუსები და კლავიატურები, ახლა მათ შეხება და ხმა ცვლის.

მოკლედ, ისევე, როგორც ბევრ ახალ ტექნოლოგიას, Siri-საც დახვეწა სჭრიდება და შესაბამისად დროც ამისათვის. ნუ ვიქნებით სულსწრაფები. ყველგან არის ხიჭვები, ნებისმიერი მორის გაშალაშინება არის შესაძლებელი.

წყარო: techcrunch.com

Related posts