სიახლეები

როგორ დავამატოთ ელექტრონული ხელმოწერა დოკუმენტებს Mac OS-ში

81views

ბევრ ჩვენთაგანს ალბათ ხშირად უწევს დოკუმენტებზე ხელისმოწერა და შემდეგ ელექტრონული ვერსიის გაგზავნა, რომელიც არცთუ სასიამოვნო პროცესია, რადგანაც ამისათვის უწევს დოკუმენტის ამობეჭდვა, ხელისმოწერა, სკანირება და შემდეგ გაგზავნა. გვინდა შემოგთავაზოთ ხელმოწერის ელექტრონულად დამატების ხერხი, რომელიც დაგიზოგავთ როგორც დროს, ასევე ფურცელს და კარტრიჯს.

1. შექმენით დოკუმენტი რომელიმე ტექსტურ რედაქტორში (Pages, MS Word და ა.შ.)
2. მოახდინეთ მისი ექსპორტი PDF-ში, რომელიც Pages-დან ხორციელებდა File -> Export -> PDF.
3. გახსენით დოკუმენტი Preview-ს საშუალებით.
4. შემდეგ Preview-  > Preferences – > Signatures -> Create Signature

5.  სუფთა ქაღალდზე მოაწერეთ ხელი და მიიტანეთ კამერასთან ისე, რომ ხელმოწერა შეეხოს ეკრანზე გამოსახულ ლურჯ ჰორიზონტალურ ხაზს, რის შემდეგაც თქვენი ხელმოწერა გამოჩნდება მარჯვენა პანელში.  დააჭირეთ Accept-ს, თუკი ხელმოწერის სტილი აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს.

6. Preview-ში გახსნილი დოკუმენტის თავზე განლაგებულ ინსტრუმენტთა პანელიდან აირჩიეთ Signature (ყურადღება მიაქციეთ წითლად მონიშნულ წრეს და ისარს) :

7. მონიშნეთ თქვენთვის სასურველი ხელმოწერა და ჩასვით დოკუმენტში.

ამის შემდეგ  თქვენი ხელმოწერა დამახსოვრებული იქნება Preview-ში და ნებისმიერ საჭირო მომენტში შეგეძლებათ მისი ჩასმა ნებისმიერ PDF დოკუმენტში, რომელიც ბევრ დროს დაგიზოგავთ მომავალში. აღსანიშნავია, რომ ეს
ფუნქცია მუშაობს მხოლოდ Mac OS Lion-ში.

Comments

comments

Leave a Response