სიახლეები 

ქსელში გამოჩნდა კომპიუტერები Mac OS X 10.8 საოპერაციო სისტემით

OS X Lion-ის გამოშვებიდან სულ რამდენიმე თვეში Apple-მა დაიწყო საოპერაციო სისტემის ახალი ვერსიის ტესტირება, რომლის ნომერია 10.8. ამის შესახებ გვაცნობა საიტმა Mac Rumors, რომელმაც გაანალიზა საიტზე შესვლების სტატისტიკა და გამოავლინა, რომ 2011 წლის აგვისტოდან იმატა იმ კომპიუტერებიდან შემოსვლებმა, რომლებზეც აყენია 10.8 ვერსია.

რათქმაუნდა, რომ ამ შემოსვლების უდიდესი ნაწილი განხორციელებულია Apple-ის ოფისიდან და მისი მიდებარე ადგილებიდან და ეს ზუსტად იმეორებს ორი წლის წინანდელ სიტუაციას, როდესაც 2009 წლის ოქტომბერში გქსელში გამოჩნდა კომპიუტერები 10.7 ვერსიით. თუ გავავლებთ პარალელებს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 10.8 ვერსიის ოფიციალური ტესტირება 2012 წელს დაიწყება, ხოლო რეალიზაცია — 2013 წელს.

წყარო: Mac Rumors

Related posts