სიახლეები

ეპლში Mac OS 10.8-ის ტესტირება მიმდინარეობს

46views

ტექნოლოგიური ბლოგი 9to5mac.com აქვეყნებს საკუთარი საიტის სტატისტიკურ ანალიზს, რის თანახმადაც მათ საიტზე შემომსვლელთა საოპერაციო სისტემების ჩამონათვალში გამოჩნდა მაკის ახალი ვერსია –  10.8. ეს ფაქტი მათ პირველად აგვისტოში შეამჩნიეს, ხოლო ბოლო დროს მომხმარებელთა რაოდენობა ამ ვერსიის მქონე საოპერაციო სისტემით გაიზარდა, რომელთა IP მისამართები მიუთითებენ კალიფორნიაზე და კერძოდ ქალაქ კუპერტინოზე, სადაც ეპლის მთავარი შტაბ-ბინა მდებარეობს. როგორც ჩანს, ეპლს აქტიურად აქვს დაწყებული ახალ სისტემაზე მუშაობა, რომლის შესახებაც ინფორმაციას სავარაუდოდ მომავალ წელს, ეპლის რომელიმე ღონისძიებაზე გავიგებთ.

წყარო

Comments

comments

Leave a Response