Apple-ის შემდეგი თაობის პლანშეტურ კომპიუტერში ეკრანზე პიქსელების რაოდენობა 264 წერტილი იქნება კვადრატულ დუიმზე. ამას გვატყობინებს CNET-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით. შესაბამისად ახალ, iPad 3-ში ეკრანის გარჩევადობა მიაღწევს 2048 x 1536 წერტილს, რაც დამრეწმუნეთ, ძალიან მაგარია.
ახალი დისპლეის მეწარმოებელი გახლავთ ორი კომპანია, Samsung Electronics და LG Display. თუმცა ჯერ უცნობია, შეძლებენ თუ არა ისინი Apple-ისათვის საკმარისი ოდენობის ეკრანის გამოშვებას.
არის მოსაზრება, რომ შესაძლოა Apple-მა აღნიშნული ეკრანების ნაცვლად გამოიყენოს სხვა, 1600 x 1200 გარჩევადობით და ეკრანის სიკაშკაშით 550. ცნობისათვის, ჩვეულებრივი ნოუთბუკების ეკრანის სიკაშკაშე 350 უდრის.
არის კიდევ ინფორმაცია, რომ ახალ iPad-ში დამატებული იქნება NFC-ის მხარდაჭერა და აგრეთვე მეოთხე თაობის ქსელებისაც. Siri-ც აუცილებლად იქნება ახალ მოწყობილობაში.
წყარო: thetechlabs.com