ზედმეტი ხმაურისა და აყალ-მაყალის გარეშე Apple-მა განაახლა Macbook Pro-ს ხაზი, უფრო მძლავრი პროცესორებით, ახალი გრაფიკული ბარათებით და უფრო დიდი მოცულობის ხისტი დისკებით ზოგიერთ მოდელში.
„უმცროსი“ მოდელის ნოუთბუკი ახლა აღჭურვილია 2,4 გჰც Intel Core i5 პროცესორით, 500 გბაიტამდე გაზრდილი დისკით.
უფრო სწრაფი 13 გოჯიანი Macbook Pro აღჭურვილია ორბირთვიანი, 2,8 გჰც Intel Core i7-ით, 750 გბაიტიანი დისკით.
რაც შეეხება 15 გოჯიან მოდელებს, ორივე მათგანში ახლა აყენია Intel Core i7. უმცროს მოდელში 2,2 გჰც, 500 გბაიტიანი დისკი და უფრო სწრაფი AMD Radeon HD 6750M 512MB GDDR5 ვიდეო-ბარათი. უფროს მოდელში — 2,4 გჰც, 750 გბაიტი დისკი და AMD Radeon HD 6770M 1GB GDDR5 ვიდეო-ბარათი.
ახალი 17 გოჯიანი მოდელი აღიჭურვა 2,4 გჰც Intel Core i7 პროცესორით, 750 გბაიტი დისკით და AMD Radeon HD 6770M 1GB GDDR5 ვიდეო-ბარათით.
ყველა მოდელში აყენია 4 გბაიტი ოპერატიული მეხსიერება.
წყარო: appleinsider.com