ის, რომ Apple-ი აპირებს საკუთარი ტელევიზორის გამოშვებას, ჭორები უკვე დიდი ხანია დადის ინტერნეტში. დღეისათვის თითქმის დარმწუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეს მალე რელობა გახდება. სავარაუდოდ 2012 წლისათვის.
ანალიტიკოსი ჯინ მიუნსტერი Piper Jaffray-იდან წერს, რომ მისი წყაროს ცნობით, Apple-ი უკვე პროტოტიპის დონეზე მუშაობს მაღალი გარჩევადობის ტელევიზორზე.
მიუნსტერმა უკვე დიდი ხანია გამოთქვა დარწმუნება იმის შესახებ, რომ Apple-ი გამოუშვებდა ტელევიზორს — ჯერ კიდევ 2009 წელს წერდა ის ამის შესახებ.
თუ Apple-ი მართლა გამოუშვებს ტელევოზორს 2012 წლის ბოლოს, ანალიტიკოსის აზრით ეს გაზრდის კომპანიის შემოსავალს 3%-ით. 2012 წლის 220 მილიონ ტელევიზორს შორის სავარაუდოდ 1,4 მილიონი იქნება Apple-ის ტელევიზორი.
წყარო: appleinsider.com