სიახლეები

სახალისო ინფოგრაფიკა: Apple iPhone-ის ხუთი დებიუტი

38views

ვინაიდან სიახლე 4 მილიონი iPhone 4S-ის გაყიდვის შესახებ ჯერ კიდევ ფრიად აქტუალურია, მოდით ცოტათი გადავერთოთ წარსულზე და გავიხსენოთ ის გრძელი გზა, რომელიც Apple-ის მოწყობილობამ განვლო 2007 წლიდან ვიდრე დღევანდელ დღემდე.

მაშ ასე, 2007 წლის ივნისი, სულ პირველი iPhone-ების გაყიდვის დაწყება — 74 დღეში Apple-ის პრეს-სამსახურმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ გაიყიდა ერთი მილიონი iPhone-ი, ხოლო კვარტლის ანგარიშგებაში პირველად გაჩნდა სტატისტიკა, რომელიც მომავალში ჩვეულებრივი რამ გახდება — „გაყიდულია პირველი გამოსასვლელი დღეების განმავლობაში“: 270 ათასი მოწყობილობა გაყიდვების პირველი 30 საათის განმავლობაში.

iPhone-ზე დიდი მოთხოვნა ამ მოწყობილობის პოპულარობის ზრდასთან ერთად მატულობდა: iPhone 3G და iPhone 3GS სრულიად ნორმალურად ჩაჯდა სასურველ მილიონში, მაგრამ ნამდვილი გარღვევა მოხდა iPhone 4-ის გამოსვლასთან დაკავშირებით — 1,7 მლნ. მოწყობილობა გაყიდვების პირველი 3 დღის განმავლობაში. ის, რაც მოხდა ერთი წლის შემდეგ, ჩვენ უკვე კარგდ ვიცით — iPhone 4S ჯერ კიდევ გაყიდვაში გამოსვლამდე დაჯილდოვდა სტატუსით „ყველაზე გაყიდვადი iPhone“. სიხარულის ცრემლები, შამპანურის საცობების ქუხილი და ყველაფრის ზემოთქმულის თვალსაჩინო წარმოდგენა შეგიძლიათ იხილოთ ამ გრაფიკზე:

წყარო: Macstories

Comments

comments

Leave a Response