სიახლეები

სტივ ჯობსი ბოლო დღემდე მუშაობდა ეპლის ახალ პროდუქტზე

38views

იაპონური Softbank-ის CEO-მ მასაიოში სონიმ ინტერვიუს დროს გაამხილა მისი ტიმ კუკთან შეხვედრის ერთი მომენტი, რომელიც სტივ ჯობსს ეხება.  როდესაც სონი ტიმ კუკს ხვდებოდა ეპლის ოფისში iPhone 4S-ის პრეზენტაციის დღეს, კუკმა მოულოდნელად შეწყვიტა შეხვედრა და სონის ბოდიში მოუხადა: “მაპატიეთ, ჩემი ბოსი, სტივ ჯობსი მირეკავს,  ჩვენს ახალ პროდუქტთან დაკავშირებით რამოდენიმე მოსაზრება უნდა გამაცნოს. ამ ამბიდან მეორე დღეს კი ჯობსი გარდაიცვალა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებს, რამდენად თავდადებული იყო ჯობსი საყვარელი საქმის და კომპანიის მიმართ”.

მასაიოში სონის არ დაუკონკრეტებია, რა ახალ პროდუქტზე იყო ლაპარაკი, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ iPhone 4S უკვე გამოცხადებული იყო, ტიმ კუკის და სტივ ჯობსის საუბარი შეეხებოდა ეპლის ახალ, სამომავლო პროდუქტს.

წყარო

Comments

comments

Leave a Response