სიახლეები

iOS 5-ის რამოდენიმე საჭირო ფუნქცია

25views

12 ოქტომბერს გამოსულ iOS 5-ს უამრავი ახალი ფუნქცია მოჰყვება და მათ შორის არის ასევე რამოდენიმე, რომლებიც ოფიციალურ დოკუმენტაციაში არაა ნახსენები. გთავაზობთ მათ სიას:

ინდივიდუალური ზარების წაშლა მეხსიერებიდან:

იმისათვის, რომ ინდივიდუალური ზარი წაშალოთ მეხსიერებიდან, საკმარისია ზარის მაჩვენებელს ჰორიზონტალურად გაუსვათ თითი და გამოჩნდება ფუნქცია Delete, ან მენიუში მარჯვენა ზედა კუთხეში დააწვეთ  Edit-.ს

ინდივიდუალური ვიბროზარები

iOS 5-ში ამიერიდან შესაძლებელია შექმნათ ინდივიდუალური ვიბრაცია და მიანიჭოთ სასურველ ნომერს. ამისათვის საჭიროა შეხვიდეთ Settings->General->Accessibility  და Custom Vibration  დააყენოთ  On-ზე. ამის შემდეგ შეხვიდეთ Sounds->Vibration Patterns  და  იქ აირჩიოთ Create New Vibration, რის შემდეგაც გამოჩნდება ასეთი ფანჯარა, სადაც სასურველი სიხშირით თითის დაჭერის შემდეგ შექმნით თქვენთვის მისაღებ ვიბრაციას და შეგეძლებათ მიანიჭოთ ნებისმიერ კონტაქტს:

ამინდის საათობრივი პროგნოზი

ამიერიდან ამინდის აპპში ქალაქის სახელის ქვეშ მითითებულ Hourly-ზე თითის დაჭერის შემდეგ გამოჩნდება საათობრივი პროგნოზი. ხელმეორედ დაჭერის შემდეგ დაბრუნდებით ყოველკვირეულ პროგნოზზე :

წინადადებათა შემოკლება

iOS 5-ში ასევე შესაძლებელია გრძელი სიტყვების და წინადადებების შემოკლება და მათი აბრევიატურის აკრეფვის შემდეგ სრული წინადადება ჩაიწერება სასურველ ადგილას. ამ ფუნქციის გამოსაყენებლად უნდა შეხვიდეთ General->Keyboard->Add New Shortcut  და Phrase-ში მიუთითოთ გრძელი სიტყვა ან წინადადება, რომლის შემოკლებაც გსურთ, ხოლო Shortcut-ში თქვენთვის სასურველი კომბინაცია, შემდეგ დააჭირეთ Save-ს.

შემდეგ იქნება ეს SMS, ელფოსტა თუ სხვა, ამ კომბინაციის აკრეფვისას გამოჩნდება გრძელი წინადადება.

Comments

comments

Leave a Response