კვირას, 16 ოქტომბერს, ტელეარხი Discovery წარმოგვიდგენს ერთ საათიან დოკუმენტურ ფილმს, რომელიც სტივ ჯობსს ეძღვნება. ფილმის შექმნაზე მუშაობდა გადაცემა „ლეგენდების დამანგრეველნი“-ს ავტორები, ადამ სევეჯი (Adam Savage) და ჯემი ჰაინემანი (Jamie Hyneman).
ფილმის დასახელებაა „iგენიოსი: როგორ შეცვალა სტივ ჯობსმა სამყარო“. სიუჟეტი ჯერ-ჯერობით უცნობია, მაგრამ ტელე არხი გვპირდება საავტორო ინტერვიუს Apple-ის ერთ-ერთ პირველ თანამშრომელთან, დენიელ კოტკესთან, კლუბის Homebrew Computer Club წევრთან ლი ფელშტეინთან, მუსიკოსებთან სტივი უონდერთან და პიტ ვენტცთან და სხვებთან. ვიცით რა ამ ორი პიროვნების მიერ შექმნილი არაჩვეულებრივი გადაცემა, ვვარაუდობთ, რომ ფილმი საინტერესო გამოვა.
წყარო: Discovery Channel