IT-ინდუსტრიაში ძალზედ ცნობილი პიროვნება, რომელსაც აგრეთვე „თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის მესია“-საც უწოდებენ, რიჩარდ მეთიუ სტოლმანი (Richard Matthew Stallman), გამოეხმაურა სტივ ჯობსის გარდაცვალების ფაქტს არც თუ ისე ზრდილი ფორმით თავის საიტზე:
„მე გავიმეორებ პირველი აფროამერიკელის, რომელიც ჩიკაგოს მერი გახდა, ჰაროლდ ვაშინგტონის სიტყვებს თავისი წინამორბედის შესახებ „მე დამწუხრებული ვარ მისი სიკვდილით, მაგრამ მოხარული ვარ, რომ ის აღარ არის“. არავინ იმსახურებს სიკვდილს, არც ჯობსის, არც მისტერ ბილის (ჩიკაგოს ყოფილი მერი), არც სხვა ვინმე, ვინც იმაზე უარესი ჩაიდინა, რაც ზემოჩამოთვლილებმა. მაგრამ თითოეული ჩვენგანი ღირსია ჯობსის დამღუპველი ზემოქმედების ერის დასასრულისა.
სტოლმანი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისებური ექსცენტრიულობით და აგრეთვე ყოველთვის აგრესიულად იყო განწყობილი კომერციული პროგრამული უზრუნველყოფის წინააღმდეგ. ასეთი დარცა ის ახლაც. უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ამ უცნაური ადამიანისათვის Microsoft-ი და Apple-ი წარმოადგენს მსოფლიო ბოროტებას, რაც საშუალებას არ აძლევს თავისუფალ პროგრამულ უზრუნველყოფის განვიტარებას და ფულს ქაჩავს უბრალო მომხმარებელტა ჯიბეებიდან.
გა გაეწყობა, ყველას თავისი „ბზიკი“ აქვს თავში. სტოლმანმა ცოტა არ გააკეთა საზოგადოებისათვის. მან დაარსა FSF (Free Software Foundation) და GNU, დადის მთელს მსოფლიოში და თავის იდეებს ავრცელებს. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ყველაფერი ზომიერად უნდა იყოს. მოსწონს ადამიანს კონსტრუქტორები? არ უნდა ფულის გადახდა პროგრამებში? კეთილი იყოს მისი შემბრძანება ლინუქსის სამყაროში! ხოლო თუ ადამიანს სურს რაიმე ძალიან ლამაზი, მარტივი და მზადაა ფულიც გადაიხადოს, მაშინ რატომ უნდა ავუკრძალოთ მას ეს? ალტერნატივა ყოველთვის უნდა იყოს, ამაშია მშვენიერება.
წყარო: ZDNet.com