სიახლეები 

ახალი Facebook-ი iPad-ისათვის

დღევანდელი დღე iPad-ის ბევრი მომხმარებლისათვის შესანიშნავი სიახლით დაიწყო. ამდენი თვის გადადებისა და შეყოვნების შემდეგ გამოვიდა ამ სოციალური ქსელის კლიენტი აპლიკაცია Apple-ის პლანშეტისათვის. ახლა უკვე აღარ არის საჭირო რაიმე სხვა პროგრამის გამოყენება. დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სტატიის ბოლოში მოვემულ ბმულზე.

აპლიკაციის ინტერფეისი გადამუშავდა, ზედა პანელი საშუალებას იძლევა დროის ნებისმიერ დროს მივიღოთ შეტყობინებები. ნავიგაცია ხორციელდება ქვედრითა მენიუს დახმარებით, სადაც შეგიძლითა ნახოთ ძებნა, რჩეულები, ჯგუფები და აპლიკაციები. დიახ, არ მოგესმათ, iPad-ვერსიაში უზრუნველყოფილია მობილური აპლიკაციების მხარდაჭერა. ასევე ხელმისაწვდომია ჩეტი. უნდა ავღნიშნოთ, რომ ძებნა ახლა შეუზღუდავად ხორციელდება.

iPhone-ის მფლობელებც არ დარჩენილან სურპრიზის გარეშე და მათაც მიიღეს განახლებული ინტერფეისი.

წყარო: facebook.com

Related posts