ეპლმა დღეს თავის საიტზე დაიწყო წინასწარი შეკვეთების მიღება მის უახლეს iPhone 4S-ზე, რომელიც გაყიდვაში 14 ოქტომბერს გამოვა. კომპანიამ ასევე გამოაქვეყნა განბლოკილი სმარტფონების ფასებიც, რომლებიც იმუშავებენ მსოფლიოს ნებისმიერ GSM ოპერატორის ქსელში და რომლებიც გაყიდვაში ნოემბერში გამოვა.
iPhone 4S შავი/თეთრი 16GB – 649 $
iPhone 4S შავი/თეთრი 32GB – 749 $
iPhone 4S შავი/თეთრი 64 GB – 849 $
დიდი ალბათობით განბლოკილ iPhone 4-ზე ფასები დაიწევს, თუმცა ჯერ ამის თაობაზე ოფიციალური ინფორმაცია ეპლისგან არ არსებობს.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ეპლის საიტზე აიფონის გვერდს.