უდავოდ, ამ კვირის უმთავრესი სიახლეებია ახალი iPhone 4S-ის გამოსვლა და სტივ ჯობსის გარდაცვალება. მაგრამ მოდით მიუხედავად ყველაფრისა, შევეცადოთ მიმოვიხილოთ სხვა სიახლეებიც, რის შესახებაც ჩვენ 4 ოქტომბრის ღონისძიებაზე მოვისმინეთ. საქმე იმაშია, რომ განახლდა Apple-ის ორი დამკვრელი, iPod Nano და iPod Touch.
პირველი მოდელს — iPod Nano-ს ახლა გააჩნია სრულფასოვანი მულტი-თაჩ ეკრანი, FM-რადიო, ნაბიჯმზომი და კიდევ რამოდენიმე წვრილ-წვრილი ფუქნცია. ასეთია მაგალითად Nike+-ის სერვისის მხარდაჭერა. ახალ ნანოს დაემატა საათის რამდენიმე ახალი თემა, რომელთა შორის ყველაზე დიდი წარმატებით ალბათ მიკი მაუსის თემა ისარგებლებს. მე პირდად ძალიან მომწონს.
მოწყობილობის ფასი აშშ-ში დიდი არაა – 129 $ 8 გბაიტიანი ვერსიისათვის და 149$ 16გბაიტიანისათვის.
არანაკლებ პოპულარულმა iPod Touch-მა ასევე მიიღო ნანატრი განახლება. ახლა მოწყობილობა ფლობს iOS 5-ის ყველა შესაძებლობას და გააჩნია წვდომა iCloud-სერვისთან. სხვათაშორის, უნდა აღინიშნოს, რომ ახალი დამკვრელი ასევე თეთრ ფერშიც იქნება ხელმისაწვდომი. უფრო მეტი ინფორმაცია სამწუხაროდ ამ ეტაპზე არ გაგვაჩნია. ერთადერთი რაც ვიცით არის ფასი: $199/299/399 შესაბამისად 8, 32 და 64 გბაიტიანი ვერსიისათვის შესაბამისად.