სიახლეები 

Apple-ი წარმოგვიდგენს iPhone-ის ახალ თაობას

სამშაბათს, 4 ოქტომბერს Apple-მა საზოგადოებას წარუდგინა ახალი თაობის iPhone-კომუნიკატორი. მას მიენიჭა აღნიშვნა iPhone 4S.

ახალი iPhone 4S —ახალი შიგთავსია ძველი დიზაინით. ის უფრო სწრაფად უშვებს აპლიკაციებს, შეუძლია საუბრის მხარდაჭერა ახალი აპლიკაციის, Assistant-ის მეშვეობით, რომელიც ხელოვნური ინტელქტის სისტემაზეა დაფუძნებული და რომელსაც შეუძლია მოგისმინოთ და აღიქვას თქვენი ბრძანებები, უკეთ იღებს ფოტოს და ვიდეოს ახალი კამერით.

სანამ აპარატის დეტალურ განხილვაზე გადავიდოდეთ, ერთს დავამატებ — გუშინდელმა პრეზენტაცამ სტივ ჯობსის გარეშე ჩაიარა. ღონისძიება Apple-ის უმაღ;ესი მენეჯერების ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა და მან არაერთგვაროვანი შთაბაეჭდილება დატოვა. ერთი მხრივ, საკმაოდ კარგი ტელეფონი იქნა წარმოდგენილი, საკმაოდ კარგი ფუნქციებით, მაგრამ რაღაც სულს მოკლებული და რაც მთავარია, „One More Thing“-ის გარეშე. ალბათ იმიტომაც სუფებს მაკ-საზოგადოებაში ბოლო 18 საათის განმავლობაში დაცემულობითი განწყობა. მაგრამ, კდევ ერთხელ, iPhone 4S ძალიან ხარისხიანი პროდუქტია და უცილობრივ ბესტსელერი გახდება შემდეგ WWDC-ამდე.

ახლა მოდით დეტალურად განვიხილოთ გუშინ წარმოდგენილი აპარატი.

დიზაინი

იგივე ძველი, კარგად ნაცადი iPhone 4. იგივე მასალისგან დამზადებული და იგივე გარეგანი სახე. ზომები: სიგრძე 115,2 მმ, სიგანე 58,6 მმ, სისქე 9,3 მმ. წონამ მოიმატა… 3 გრამით, ვინაიდან ამიერიდან iPhone 4S უნივერსალური აპარატია და მას შეუძლია მუშაობა როგორც GSM, ასევე CDMA-ქსელებში.

აპარატურა

ეკარნის ზომა უცველეი დარჩა: 3,5 გოჯი და გარჩევადობა 960×640-ზე. მაგრამ გაჩნდა გამოსახულების ტელევიზორში გატანის ფუქნცია AirPlay უსადენო ინტერფეისით.

პროცესორი და გრაფიკა: ახალ მოდელში გამოყნებულია iPad 2-ის პროცესორი — A5. ასევე ორბირთვიანი გრაფიკული ჩიპი, რაც საშუალებას იძლევა უფრო დეტალური სამგანზომილებიანი გამოსახულება მივიღოთ, თანაც უფრო სწრაფად. Apple-ი ამტკიცებს, რომ აპარატურული კონფიგურაცია ახალ მოდელს ძველისაგან განსხვავბეით 7-ჯერ სწრაფს ხდის თამაშებში და ორჯერ სწრაფს — ჩვეულებრივ აპლიკაციებში.

ინტერნეტის სიჩქარე: როგორც ნათქვამი იყო, ახალი iPhone 4S უფრო სწრაფ, HSPA+ ქსელებში მუშაობს. ეს ნიშნავს, რომ ტელეფონი უფრო სწრაფად ჩატვირთავს მონაცემებს ინტერნეტიდან. ადრე ზღვრული სიჩქარე 7,2 მეგაბიტ/წმ იყო. ახლა ეს სიჩქარე 14,4 მეგაბიტ/წმ-ამდე იზრდება.

ახალი კამერა: iPhone 4S-ში გამოყენებულია ახალი, 8 მეგაპიქსელიანი კამერა. გაცილებით უკეთესი, ვიდრე ადრეულ მოდელში. მაგრამ კიდევ უფრო საინტერესოა სენსორი. ეს არის განსაკუთრებული, შუქმგრძნობიარე მატრიცა. Apple ამბობს, რომ ის 73%-ით მეტ შუქს აღიქვამს. iPhone 4-ში ისედაც კარგი მატრიცა იყო, ახლა ის კიდევ უფრო უკეთესი გახდა. Apple-მა ხელახლა შექმნა ლინზების სისტემა, რომელიც 5 ელემენტისაგან შედგება. ასე რომ დიაფრაგმა 2,8-იდან გახდა 2,4 — რაც ძალიან კარგია. ამის გარდა კამერა კიდევ უფრო აჩქარდა.

HD ხარისხის ვიდეო: ახალი მატრიცის წყალობით შესაძლებელი გახდა ვიდეოს გადაღება 1080p ფორმატში, გამოსახულების სტაბილიზაციის რეალური დროის სისტემითა და დროში შეზღუდული ხმაურდახშობით.

აპარატის ავტონომიური მუშაობის დრო: Apple აცხადებს, რომ ახალი პროცესორი არ მოქმედებს აკუმულატორის მუშაობის ხანგძლივობაზე. პირიქითაც კი. ისინი ამტკიცებენ, რომ ახალ iPhone 4S-ს შეუძლია 8 საათი უწყვეტი მუშაობა 3G-ქსელებში. შესაბამისად 2G-ქსელში ის 14 საათი გაძლებს. ინტერნეტით სარგებლობისას, 3G-ქსელში — 6 საათი, ხოლო Wi-Fi-ქსელში — 9 საათი. ვიდეოს ყურება შესაძლებელია 10 საათის განმავლობაში, ხოლო მუსიკის მოსმენა — 40 საათის განმავლობაში.

ანტენის ახალი კონსტრუქცია: Apple ამბობს, რომ მათ შეცვალეს ანტენის სისტემა, სიგნალის მიღების გაუმჯობესების მიზნით.

მეხსიერება: ახალ მოდელში გათვალისწინებულია 16, 32 ან 64 გბაიტი.

ჭკვიანი დამხმარე Siri

iPhone 4S-ში დამატებულია Siri, სერვისი, რომელიც სავარაუდოდ, მხოლოდ ამ მოდელში იმუშავებს (უფრო დეტალურად ამის შესახებ მოგვაინებით გავიგებთ). სწორედ მის გამოა, რომ ახალ ტელეფონს ორბირთვიანი პროცესორი აქვს.

Siri-ს შეუძლია დარეკოს, გაუშვას მუსიკა, გაგზავნოს და მიიღოს მოკლე ტექსტური და საფოსტო შეტყობინებები, წაიკითხოს ისინი ადამიანის ხმით, მაოწყოს შეხვედრები და ღონისძიებები, დაიმახსოვროს საჭირო ინფორმაცია. მას კარნახით ტექსტის ჩაწერაც კი შეუძლია.

მაგრამ Siri-ს მთავარი თავისებურება ის გახლავთ, რომ ეს არ არის უბრალოდ ხმის ამომცნობი პროგრამა. მას რეალურად შეუძლია აღიქვას ბუნებრივი ენა და შეასრულოს რთული ბრძანებები. ასევე მას შეუძლია გამართოს დიალოგი ტელეფონის მფლობელთან: შეგიძლიათ მას უპასუხოთ და ისიც გიპასუხებთ.

დემონსტარაციით თუ ვიმსჯელებთ, ის მართლა ჭკვიანი ვინმეა. ის რეალურად უკეთებს ადამიანის მიერ ნათქვამის ინტერპრეტაციას. არაა სავალდებულო, რომ მას ბრძანებებით ესლაპარაკო. საუბარი შესაძლებელია ისე, თუთოს თქვენს წინაშე ნამდვილი ადამიანია. მაგალითად, იმის მაგივრად, რომ ჰკითხოთ „დღეს როგორ ამინდი იქნება?“, შეგიძლიათ ასე თქვათ „დღეს ქოლგა დამჭირდება?“ და ის გიპასუხებთ „როგორც ჩანს, დღეს წვიმა წამოვა“. ანდა შეგიძლიათ უთხრათ „გამაღვიძე დილით 6 საათზე“ და ის მომართავს ჩადგმულ მაღვიძარას ამ დროისათვის. კიდევ ერთი მაგალითი: „მისმინე, შემახსენე რა, რომ რძე მაქვს საყიდელი“ და Siri შეგახსენებთ ამის შესახებ, როდესაც სუპერმარეკეტს ჩაუვლით — ის თვალყურს ადევნებს ადგილმდებარეობას.

Siri ინფორმაციას აგროვებს ვიკიპედიადან და Wolfram Alpha-დან და გაძლევთ ჭკვიანურ პასუხებს კითხვებზე.

Apple-ს არ უთქვამს, ხელმისაწვდომი იქნება, თუ არა Siri დეველოპერებისათვის. მაგრამ ლოიკურია ვიმსჯელოთ, რომ ეს ტექნოლოგია მთლიანად დაფარავს ტელეფონში არსებულ აპლიკაციებს და თქვენ შეგეძლებათ, მაგალითად სთხოვოთ მას „მიყიდე 2 ბილეთი სპექტაკლზე პარასკევისათვის“.

სამწუხაროდ Siri-ს ჯერ-ჯერობით ესმის მხოლოდ ინგლისური, ფრანგული და გერმანული ენა. ქართულზე უახლოესი 100 წლის განმავლობაში საუბარი ალბათ ზედმეტიცაა.

სად და როდის

პარასკევს, 14 ოქტომბერს iPhone 4S გაყიდვაში გამოვა შვიდ ქვეყანაში: აშშ, ავსტრალია, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იაპონია და დიდი ბრიტანეთი. თვის ბოლოს მათ მიუერთდებათ ევროკაშირის სხვა ქვეყნებიც. შეგახსენებთ, რომ საქართველოში Iphone-ი ოფიციალურად არ იყიდება არსად ჯერ კიდევ და მრავალი წლის განმავლობაში მომავალშიც. აშშ-ში ფასები შემდეგი იქნება 199, 299, 399 დოლარი შესაბამისად 16, 32 და 64 გბაიტიანი მოდელებისათვის. ეს ეხება კონტრაქტით დაბლოკილ მოდელებს, Sim-Free მოდელის ფასი ჯერ უცნობია.

http://www.youtube.com/watch?v=SFfm2uQbaLM

შედეგების შეჯამება

iPhone 4S — ხარისხობრივად წინ გადადგმული ნაბიჯია. აპარატი დაბალანსებული გამოვიდა, მაგრამ ამასთან რადიკალური ნაბიჯები არ გადადგმულა. ცვლილებები ზუსტად ისეთია, რომ კვლავ მოხდეს კონკურენტებისაგან წინ წასვლა, თანაც დიდი უპირატესობით. ბევრს ალბათ იმედს გაუცრუვებს აღნიშვნა 4S-ი, მაგრამ ეს მარკეტინგია — დიზაინი დარჩა იგივე, შესაბამისად 4-იანი ვერ გაქრება და 5-იანად ვერ იქცევა.

სამაგიეროდ ახლა უკვე დაწრმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ iPhone 5 სრულიად განსხვავებული იქნება.

Related posts