სიახლეები 

ტრანსლაცია კუპერტინოდან, ჩართვა 3

Apple-მა დღევანდელ პრეზენტაციაზე წარმოადგინა ახალი iPhone 4S.

გარეგანი სახე არ შეცვლილა, მაგრამ გაუმჯობესდა მოწყობილობის მახასიათებლები. და ეს ერთადერთია, რითაც შეძლეს კუპერტინოელებმა ფანატების გახარება.
ახალი iPhone-ი მუშაობს ორბირთვიან პოცესორზე A5, რომელიც უკვე გამოიყენება iPad 2-ში. გრაფიკული ქვესისტემის წარმადობამ, Apple-ის განცხადებით 7-ჯერ მოიმატა iPhone 4-თან შედარებით.

ჩადგმული კამერის გარჩევადობა — 8 მეგაპიქსელი.

შესაძლებელი იქნება მაღალი გარჩევადობის ვიდეოს გადაღება, 1080p.

ტექნოლოგია AirPaly საშუალებას მოგცემთ გამოიტანოთ გამოსახულება ტელევიზორში.

iPhone 4S შეძლებს GSM და CDMA ქსელებში მუშაობას. სმარტფონი მხარს უჭერს ტექნოლოგიას HSDPA+, რომელიც საშუალებას იძლევა გადავცეთ ინფორმაცია 14,4 მეგბიტი სიჩქარით.

ახალ აპარატში რელიზებულია ფუნქცია Siri, ხმოვანი მართვა. ამ ფუქნციის მუშაობა ნაჩვენები იყო Apple-ის ვიხე-პრეზიდენტის, ფილ შილერის მიერ. საჩვენებლად მან ჰკითხა iPhone-ს, თუ როგორი ამინდია დღეს. პასუხად, აპარატმა ეკრანზე ამინდის პროგნოზი გამოიტანა. ხმით აგრეთვე შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინების აკრეფა და გაგზავნა. თავიდან მხარდაჭერილია მხოლოდ ინგლისური, გერმანული და ფრანგული ენები. სხვა ენების მხარდაჭერა რეალიზებული იქნება ოდნავ მოგვიანებით.

iPhone 4S-ის შეძენა შესაძლებელი იქნება შავ და თეთრ კორპუსში. გათვალისწინებულია 3 ვარიანტი — 16, 32 და 64 გბაიტი.

ახალი ტელეფონის გაყიდვები დაიწყება 14 ოქტომბერს.

Related posts