ძვირფასო მეგობრებო,
ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ტრანსლაციას კუპერტინოდან. ღონისძიება ზუსტად 21 საათზე დაიწყო, თბილისის დროით. სცენაზე გამოვიდა Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი, ბატონი ტიმ კუკი. კუკმა გადაიღო სტივ ჯობსის ჩაცმულობის სტილი და სცენაზე ჯინსებით და მუქი პერანგით გამოგვეცხადა.
ნიშანდობლივია, რომ დღევანდელი ღონისძიება ტარდება ზუსტად იმავე დარბაზში, სადსაც ამ 10 წლის წინ სტივ ჯობსმა Apple-ისათვის სრულიად ახალი მოწყობილობა, მუსიკალური დამკვრელი, iPod-ი წარმოადგინა. გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, ან რაღაც პერიოდის შემდეგ Apple-ი შეწყვეტს iPod Classic-ის წარმოებას, რაც ერთი დიდი ეპოქის დასარულად შეგვიძლია ჩავთვალოთ.
მაგრამ, მოდით დავუბრუნდეთ ჩვენს ტრანსლაციას.
თავისი სიტყვის შესავალში ბატონმა კუკმა გაგვაცნო სტატისტიკური ინფორმაცია, ეფლის მიერ თავისი პროდუქციის გაყიდვების შესახებ.
კუკმა გაგვაცნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ iPad-ის მყიდველთა 95% კმაყოფილია თავისი შენაძენით. ბაზრის მოცულობაზე თუ ვისაუბრებთ, ამ ეტაპზე iPad-ს ბაზრის 74% უკავია.